რუსმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა, „როსნანოს“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა, მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და ქვეყანა დატოვა.
ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg და TASS წერენ.
ანატოლი ჩუბაისის ძმამ იგორ ჩუბაისმა RBC-ს უთხრა, რომ არაფერი იცოდა ძმის გადადგომისა და რუსეთიდან წასვლის შესახებ. Forbes-ის ჟურნალისტებმა შეძლეს ანატოლი ჩუბაისთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მან არ უპასუხა კითხვას, დატოვა თუ არა რუსეთი.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.