USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ამსტერდამში პროპალესტინურად განწყობილმა ჯგუფებმა ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ანტისემიტური "პოგრომი" მოაწყვეს
дата:  459

ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც, 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარასოდეს ვნახავდით: ანტისემიტური "პოგრომი", რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის „მაკაბის“ გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები.

„ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობებს შორის თანამშრომლობას და მჯერა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელისა და ებრაელის დასაცავად, ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად და მათ წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - აცხადებს ისააკ ჰერცოგი.

შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის 3 მოქალაქის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати