USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ამირან გამყრელიძე: ვირუსს აღარ შევაკავებთ ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით
Date:  459

პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარებით და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე, გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება, ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია იყო და არ ხდებოდა პირბადის ხმარება და დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერმა მოგვიტანა შემთხვევების ზრდა.

ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი.

 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way