USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ამირან გამყრელიძე: ხმის მიცემასთან დაკავშირებით ადამიანის ფუნდამენტური უფლება იყოს დაცული
Date:  923

ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლება, მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით, იყოს დაცული, მეორე მხრივ, დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, - განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იყო სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა. გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი იქნება სიტუაცია მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მატულობს.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა წესი და რეკომენდაცია დაიცვან.

„ბოლო მონაცემებით, 908 ინფიცირებულია 26 თებერვლიდან საქართველოში, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას, მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები არ ატაროს დახურულ სივრცეში, არ იყოს დიდი თავყრილობები რესტორნებში, კაფეებში, ბარებში და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელებისა. შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ამიტომ, ის დიდი პროცესი, პოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში მოდის, არჩევნების პროცესი, ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ ერთი მხრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლება მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით იყოს დაცული, მეორე მხრივ დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way