USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირას, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში
Date:  1686

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება. მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრეკრიტიკულ ფაზაში შევდივართ.

როგორც ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, საჭიროა, მეტად გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ატარებს.

„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია - 3 პირი. გამოჯანმრთელებული პაციენტები თვითიზოლაციას გადიან. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way