USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ამირან გამყრელიძე - აუცილებელი იქნება ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი დოკუმენტი
თარიღი:  977

ტურისტებისთვის ჩვენ მაქსიმალურ პირობებს დავაწესებთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი. იგივე ჩვენი მოქალაქეებიც ხომ უნდა გავიდნენ სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლისას დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი უარყოფითია.

გამყრელიძის თქმით, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

რაც შეეხება შიდა ტურისტს, ამირან გამყრელიძის თქმით, სასურველია რომ წელს შიდა ტურიზმი მეტად განვითარდეს და ეს დამატებითი კვლევების საჭიროებას არ წარმოშობს.

„შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს და მინდა, რომ ჩვენ ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. მას დამატებით არავითარი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ჩვენ ტესტირებას სერიოზულად ვაფართოებთ. გავაოთხმაგეთ ჩვენ PCR ტესტირება და დღიურად 3000-მდე ავალთ ივნისში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის