USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახები
თარიღი:  728

მართალია, შეერთებულ შტატებს სამეფო ოჯახი არ ჰყავს, თუმცა, ქვეყანა არაერთ ისეთ ოჯახურ დინასტიას აერთიანებს, რომლებმაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი კომპანიები და ბრენდები დააარსეს და უზარმაზარი სიმდიდრეც დააგროვეს. 

რეიტინგში პირველ ადგილს, 247-მილიარდიანი ქონებით უოლტონების ოჯახი იკავებს რომელიც სუპერმარკეტების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელის - "ვოლმარტის" მფლობელია. 1962 წელს, სემ უოლტონის მიერ დაფუძნებული ვოლმარტი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უოლტონების ქონება ოჯახის 7 წევრზე ნაწილდება. მათ შორისაა სემ უოლტონის სამი შვილი რობი, ჯიმი და ალისაა. უოლტონების ოჯახი არა მხოლოდ ვოლმარტს განაგებს, არამედ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული. მაგალითად, გასულ წელს ოჯახმა 4,65 მილიარდ დოლარად ამერიკული ფეხბურთის გუნდი - დენვერ ბრონკოსი შეიძინა და ეს ყველაზე ძვირი გარიგებაა, რაც კი ოდესმე ამერიკული სპორტის ისტორიაში დადებულა.

ამერიკის უმდიდრეს ოჯახებს შორის მეორე ადგილს კოხების დინასტია იკავებს, რომელთა ქონებაც 129 მილიარდ დოლარს შეადგენს. ნავთობგადამამუშავებელი კონგლომერატი koch industries 1940 წელს ფრედ კოხმა დააარსა, რომელიც შემდგომ მის ოთხ შვილს მემკვიდრეობით გადაეცა. მოგვიანებით კომპანიას ორი ძმა, ჩარლზ და დევიდ კოხი განაგებდა, რომლებმაც თავიანთი ორი ძმისგან საოჯახო ბიზნესის წილები 1988 წელს გამოისყიდეს. 2019 წელს დევიდის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნავთობკორპორაციას ჩარლზ კოხი განაგებს. კომპანია ყოველწლიურად 125 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

Mars-ის, M&M-ის, Snickers-ის, Milky way-სა და კიდევ სხვა არაერთი ტკბილეულის შემქმნელი კორპორაციის მფლობელი მარსების ოჯახი კი რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. ოჯახის ქონება 94 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. კომპანია "მარსი" ფრენკ მარსმა დააარსა და ახლა მისი შვილთაშვილები ჟაკლინ და ჯონ მარსები განაგებენ. კომპანიას ყოველწლიურად 40 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს. ტკბილეულის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთან ერთად ოჯახი მარსის ფონდსაც მართავს, რომელიც არაერთ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით თუ კულტურულ პროექტს ახორციელებს.

რეიტინგში მეოთხე ადგილს 65 მილიარდი დოლარის ქონებით კარგილ-მაკმილანების ოჯახური დინასტია იკავებს, რომელიც უილიამ კარგილის მიერ დაფუძნებულ აგრობიზნესის გიგანტს, Сargill-ს განაგებს. კომპანია ამუშავებს მარცვლეულს, ყიდის საკვების ინგრედიენტებს და პროდუქტებით ვაჭრობს, მისი წლიური შემოსავალი კი, 150 მილიარდ დოლარს აღემატება. კარგილ–მაკმილანების ოჯახური დინასტია 23 წევრს აერთიანებს და თითოეული მათგანი მილიარდერის ტიტულს ატარებს.

და ბოლოს, ამერიკის უმდიდრეს ოჯახებს შორის მეხუთე ადგილს, 40 მილიარდი დოლარს ქონებით ლაუდერების ოჯახი ხვდება. ოჯახის მფლობელობაში მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური და პარფიუმერული კომპანია „ესტე ლაუდერია“, რომელიც თავის მხრივ 20-ზე მეტ ბრენდს, მათ შორის, MAC-სა და ClINIQUE-ს აერთიანებს. გასულ წელს "ესტე ლაუდერის" შემოსავალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის