USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში, გია რეხვიაშვილის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა
თარიღი:  892
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად იმყოფებოდა, შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და დაზარალებულს საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა.
მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს მერიაში მოქმედი ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის