პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
ქართული ოცნება”
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია”
„ევროპული საქართველო”
პარტიამ 34-კაციანი სია წარადგინა, თუმცა რიგითობა არ განუსაზღვრია. მათი თქმით, რიგითობას ოლქებში მიღებული ხმებით განსაზღვრავენ.
„ლელო”
„პატრიოტთა ალიანსი”
1. ირმა ინაშვილი;
2. გიორგი ლომია;
3. გოჩა თევდორაძე;
4. ავთანდილ ენუქიძე.
„სტრატეგია აღმაშენებელი”
„გირჩი”
მოქალაქეები”
1. ალეკო ელისაშვილი;
2. ლევან იოსელიანი.
„ლეიბორისტული პარტია”
1. შალვა ნათელაშვილი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველი ტურით გაიმარჯვა 14-მა კანდიდატმა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს. ისინი 62 პროპორცვიული სიით გასულ თანაპარტიელთან ერთად უკვე უმრავლესობას 76 მანდატს აკონტროლებენ. მეორე ტურები გაიმართება დანარჩენ 16 ოლქში. ამ მონაცემებით გამარჯვებული დეპუტატები არიან:
1. დავით სონღულაშვილი;
2. ზაურ დარგალი;
3. გოგი მეშველიანი;
4. გიორგი ხოჯევანიშვილი;
5. ანტონ ობოლაშვილი;
6. სამველ მანუკიანი;
7. გოჩა ენუქიძე;
8. პაატა კვიჟინაძე;
9. გივი ჭიჭინაძე;
10. ვასილ ჩიგოგიძე;
11. ალექსანდრე მოწერელია;
12. ირაკლი ხახუბია;
13. ზაალ მიქელაძე;
14. შალვა კერესელიძე.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/