USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Тбилиси
Galt & Taggart - მარტში თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
дата:  486

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მარტში თბილისში ჯამში 3078 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად თითქმის 3%-იანი ზრდაა, თუმცა 10%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის მარტში თბილისში კვ.მ საცხოვრებლის ფასი 1330 დოლარი იყო, ფასი წლიურად თითქმის 5%-ით არის გაზრდილი.

Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს. მიწოდების მხარეს 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს.

ჯამში 2025 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 9286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მლნ დოლარი იყო. გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალი-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160,975 მ2 -ს შეადგენდა (7.3%-იანი ზრდა). საერთო ჯამში, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით. რაც შეეხება ქირას, მარტში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი კვ.მ-ზე 9.5 დოლარი იყო.

"2025 წლის აპრილში, ჩვენ გავზარდეთ გამოკითხული კომპანიების რაოდენობა და ჩავატარეთ 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს).

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით: 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი შემცირდა 6.3%-ით. კლების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ბაზარზე გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს.

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინების 79% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში და 2025 წლის პირველ კვარტალში ჯამური გაყიდვების 13% შეადგინა. ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით", - წერია Galt & Taggart-ის კვლევაში.

экономика
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

более
голосование
Кстати