USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ალექსი არესტოვიჩი მარიუპოლზე - კონტრშეტევა იქნება 101%-ით
თარიღი:  925

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში კონტრშეტევას აუცილებლად განახორციელებენ.

მისი თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არის ქალაქის გათავისუფლების იმედი.

„ჩვენ არ გვჭირდება დაღუპული გმირები, ჩვენ ყველა მათგანი ცოცხალი გვჭირდება და ვინც ცოცხალი აღარაა - მათი სამხედრო პატივით დაკრძალვა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იქიდან ყველა გამოვიყვანოთ. კონტრშეტევა იქნება 101%-ით, დარწმუნებული ვარ. საკითხავია როდის, რა ძალებით და სად. იმიტომ რომ ამას გადაწყვეტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,“- აღნიშნა ალექსი არესტოვიჩმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის