უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს ბლოგერთან, მარკ ფეიგინთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინას მიანიშნებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია.
მისივე თქმით, დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი.
„უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია. ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ, ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა, არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს - ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა, რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე რუსეთის.“- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/