USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ალექსანდრე ლუკაშენკო - ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს
дата:  863

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, - ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.

"დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს", - აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.

ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად მშვიდობას, გამძლეობას და გამბედაობას უსურვებს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати