USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ალექს მელქაძე- შვეიცარიაში მცხოვრები მეცნიერი
თარიღი:  1395
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში ვიყავი ჩართული და მიწევდა ხშირად შვეიცარიაში ყოფნა, რა დროსაც ცერნში მუშაობის პრაქტიკული საბაზისო გამოცდილება შევიძინე. აქ საცხოვრებლად 2018 წელს გადმოვედი. ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ:
HGcal დეტექტორის თერმული იზოლაცია, HGcal დეტექტორის სამონტაჟო/ინფრასტრუქტურული სამუშაოები - რაც გულისხმობს 300 ტონიანი კალორიმეტრული დეტექტორის მიწის ქვეშ 100მ. სიღრმეზე ჩატანას და იქ მის მონტაჟს, მაქსიმუმ 0,5მმ-ის სიზუსტით. ასევე დამატებითი რკინაბეტონის კონსტრუქციაზე CMS დეტექტორის ბოლოებში, რომელმაც უნდა ჩაახშოს გარკვეული რადიაციული (ნაწილაკების) ფონი და ამით უფრო ზუსტი მონაცემები მივიღოთ დეტექტორში ნაწილაკების დაშლის დროს. უკვე განხორციელებულ პროექტებზე მუშაობისას, საინტერესო იყო HGcal დეტექტორის იზოლაციის სისტემას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტემპერატურული სხვაობის სტაბილურად დაჭერა -55C და +20C შორის, ჰერმეტულად და ყველანაირი კონდენსაციისა თუ ყინულის გაჩენის გარეშე. ამისათვის მხოლოდ 15მმ იანი სივრცე გვაქვს. ასევე საინტერესოა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურული დარბაზის ტრანსფორმაცია, რომელიც აქამდე იყო დეტექტორის საკონტროლო ოთახი და შეიცვალა CO2 გაგრილების სადგურად.
სამეცნიერო სფეროში თითქმის ყოველდღიურად რაღაც სიახლეა, ტექნოლოგიების განვითარების ტემპი გვიბიძგებს, რომ მუდმივი აღმოჩენების და განვითარების რეჟიმში ვიყოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უშუალოდ გვიწევს შეხება ისეთ გარემოსთან, სადაც ბევრი რამ არატიპიურია და შემოქმედებით გადაწყვეტილებებსაც მოითხოვს.
სამომავლოდ ბევრი საინტერესო გამოწვევაა, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერებებში, ასევე ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. დიდი სამეცნიერო ცენტრები ყოველთვის იწვევენ ახალი სტარტეპებისა თუ კომპანიების გაჩენას, რომლებიც ყოველდღიურად ტექნოლოგიების განვითარებაზე და მათ დანერგვაზე მუშაობენ.
ჩემს პროფესიაში არასდროს უნდა შეწყვიტო ახალი ინფორმაციის მიღება და განვითარება, ასევე მნიშვნელოვანია სივრცით აზროვნება, რადგან ვმუშაობთ ძალიან დიდ სისტემაზე, რომელიც უამრავი დეტალისაგან შედგება. მისი ერთი ქვე-სისტემის ცვლილების დროსაც კი, ყველაფერის გადახედვა და ძალიან ზუსტი დაგეგმვა გვჭირდება, რადგან ეს ყველაფერი სინქრონულად მუშაობს, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი.
ჩვენს სფეროში, წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ კარიერული ზრდით, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იდეას, ახალ ნაბიჯებს და მათ განვითარებაზე მუშაობას.
საქართველოში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური მიმართულებით. ერთის მხრივ არის ძლიერი ინტელექტუალური რესურსი, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილიც საზღვარგარეთაა და მეორეს მხრივ, არსებული სამეცნიერო ბაზების სიმწირე. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებების განვითარება დაგვეხმარება ადგილობრივი რესურსების სწორად გამოყენებასა და განვითარებაში. ასევე მეტი კომუნიკაციის საშუალება მოგვეცემა წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობისას.
დამწყებ მეცნიერებს ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ პასუხისმგებლობების. მნიშვნელოვანია შრომის დისციპლინა, მაგრამ მონდომებით ბევრი რამ გამოდის. მოუსმინეთ საკუთარ თავს და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ, სწორედ ეს იძლევა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას და მაქსიმალური შრომის ჩადების მოტივაციას.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის