USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ალეკო ელისაშვილი: ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები
თარიღი:  681

„ევროპული საქართველო“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟით არის დაკავებული. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა. პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ პარტიის ლიდერები - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მე-10 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

„ელჩები რას გვეუბნებიან, რომ მოდით პროცესს ნუ დააზიანებთ. გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, მერე პროცესი დაზიანდება, შეთანხმებამდე ვერ მივალთ. ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. და მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, პირდაპირ საბოტაჟით, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში უგულავა და ბოკერია. თავი მოეჭრათ, ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში. წავიდა კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი რა ეგონა, იქ რას იზამდა, რას მიაღწევდა. უნდათ ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა ჩავშალო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ კვლავ შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. შემდეგი შეხვედრა შესაძლოა დღესვე გაიმართოს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის