USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა
თარიღი:  692

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის, თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ European Best Destinations-ი სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს დედაქალაქი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორებიცაა - პრაღა, ედინბურგი, დუბროვნიკი, ბრიუსელი.

„გაატარეთ ახალ წელი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ ტრენდულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში“ - წერია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, დედაქალაქის არქიტექტურას მრავალფეროვანი საახალწლო განათებები კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უცხოურმა გამოცემამ თბილისში მოწყობილი საშობაო ბაზრობაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მორთულ ადგილად დაასახელა.

1.  მადერია, პორტუუგალია

 

2. მარაბელა, ესპანეთი

3. ლონდონი, ინგლისი

4. ლისაბონი, პორტუგალია

5. თბილისი, საქართველო

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის