ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა.
მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის ეს სეზონი წაუგებლად დახურა.
მეორე ტაიმში რეინჯერსმა მოწინააღდეგეს აქტიურად შეუტია და ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე გოლი ადორე-არიბომ შეაგდო. ანგარიშ 69-ე წუთზე რაფაელ სანტოს ბორემ გაათანაბრა და 1:1 გახადა.
საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა და აინტრახტმა 5:4 მოიგო. 10 პენალტიდან მხოლოდ 1 ვერ გავიდა, გაფუჭებული პენალტის ავტორი აარონ რემზია. გუნდმა ევროპა ლიგა/უეფას თასი მეორედ მოიგო. აღნიშნულ ტიტულს აინტრახტი პირველად 1979-80 წლებში დაეუფლა.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.