USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
თარიღი:  575

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორი იმედა ალხაზიშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და სადაზღვევო კომპანიის „თიბისი დაზღვევა“ წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტში,  სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ დავით ქემოკლიძეს შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, დავით ქემოკლიძეს 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას   42,900 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „თიბისი დაზღვევა“ მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე  7,015  ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, 30%, გადაიხადა, ხოლო 70%-იანი თანადაფინანსება,   4,911  ლარი სახელმწიფოსგან მიიღო.

„დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი.“- აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა იმედა ალხაზიშვილმა. 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. 

2014 წლიდან ჯამში,  65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150,700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის