USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
აფხაზეთის ომის ვეტერანები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ
Date:  898

აფხაზეთის ომის 200-ზე მეტმა ვეტერანმა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი „არჩევნები“ მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

პარტია „ამცახარას“ ვეტერანებმა – გარი სამანბამ, ალიკა ბგეუმ, თემურ კუჩუბერიამ და ვიტალი თარნავამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბჟანიას ერთწლიანი მმართველობის შემდეგ, ოკუპირებული რეგიონი სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჯანდაცვის სფეროს კრიზისის წინაშე დგას, „არაპროფესიონალური მმართველობითი გადაწყვეტილებების და განვითარების პროგრამის არარსებობის წყალობით“.

მათ ასევე გააკრიტიკეს ბჟანიას „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ პუნქტებს შეიცავს. იმავე პრესკონფერენციაზე გარი სამანბამ ასევე დაგმო ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას მიერ ცოტა ხნის წინ დანარჩენ საქართველოში ვიზიტი, რასაც სოხუმში ქუჩის აქციები მოჰყვა.

იმავდროულად, აფხაზური მედია იტყობინება, რომ ბჟანია აფხაზი „დეპუტატების“ ჯგუფს შეხვდა, სადაც მათ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ იმ ნაწილის საკუთარი ვერსიის შემუშავება შესთავაზა, რომელიც თბილისთან ურთიერთობებს ეხება.

tbilisi
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way