USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს - აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება
თარიღი:  1098

აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს.

„მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში“, - ნათქვამია მილოცვაში.

მან ვლადიმერ პუტინს სამთავრობო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გულწრფელად გისურვებთ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს სამთავრობო საქმიანობაში, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას რუსეთის ფედერაციის ყველა მოძმე ხალხს“, - აღნიშნა ბადრა გუნბამ.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის