USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
აეროპორტის დასახლებაში კიდევ ერთი მწვანე სივრცე ეწყობა
дата:  470

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. 

მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. 

„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ადგილობრივ  მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა შედგა. აქ იყო ავტოფარეხები, რაც პრობლემას წარმოადგენდა ამ სივრცისთვის. ასევე მიმდებარე კორპუსის შემოღობილი ტერიტორიები მთლიანად გასუფთავდა, ავტოფარეხებიც დაიშალა და ეს ტერიტორია მთლიანად პარკისთვის იქნება გამოყენებული. გაზაფხულზე დავასრულებთ სამუშაოებს. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მწვანე სივრცე, დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ  სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე. 

სამუშაოები 1,1 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე 2 საბავშვო  მოედანი, სავარჯიშო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები,  განათების სისტემები და პარკინგი მოეწყობა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати