USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
აბასთუმანში ცენტრალური პარიკის რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  1261

„დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აბასთუმანში, რაც მსგავსი კურორტების ურბანული განახლების ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს. განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი, სადაც მოეწყო სხვადასხვა ტიპის სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. პარკი, როგორც აბასთუმნის მკვიდრთათვის, ასევე სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო რეკრეაციულ სივრცედ იქცა“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკში, რომელსაც ადგილობრივები ისტორიულად „როშას პარკით“ იხსენიებენ, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. ასევე, აშენდა ერთსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

მინისტრის თქმით, დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც. უკვე დასრულებულია სადგურის შენობა და აქტიურად გრძელდება შიდა მოსაპირკეთებელი და საინჟინრო სამუშაოები.

„მნიშვნელოვანია აბასთუმანში არსებული შენობების ურბანული განახლებაც, რაც სხვა პროექტებთან ერთად, აბასთუმანში დასვენებას კომფორტულს გახდის და გაახანგრძლივებს დამსვენებლების ყოფნას კურორტზე. აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორი და სასტუმროების მიმდინარე მშენებლობები. საერთო ჯამში, ჩვენ გვექნება თვისებრივად განახლებული, ბევრად უფრო მაღალი კატეგორიის კურორტი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.3 მილიონ ლარამდე მოხმარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წლებში უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის