USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
აბაშიძის N31-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია სრულდება
თარიღი:  355
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია, ამჯერად, აბაშიძის N31-ში სრულდება.
 
1000 კვ. მ ფართობის ტერიტორია გაყოფილია ზონებად, ამ დროისთვის, უკვე განახლდა სპორტული მოედანი და მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. სივრცე აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის