USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Sabah» (თურქეთი): „თურქეთი უკრაინა არ არის“.
თარიღი:  759

„აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დრო ახლოვდება. ამერიკის მმართველ წრეებს რუსეთზე გამარჯვება ჭირდებათ: უკრაინის ფაქტორმა მათი იმედები ვერ გაუმართლა, ამიტომაც ჯო ბაიდენის „პატრონები“ სხვა სვლას აკეთებენ - მათ მიზნის მიღწევა თურქეთის დახმარებით სურთ. მაგრამ ანკარა არ დათანხმდება ისეთივე „სასარგებლო პაიკი“ გახდეს, როგორიც დღეს უკრაინაა“, - ნათქვამია თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თურქეთი უკრაინა არ არის“ (ავტორი - მელიხ ალტინოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯო ბაიდენი მარიონეტია აშშ-ის „ნამდვილი მმართველების“ ხელში. იგი ისეთი პერსონაჟი არ არის, როგორიც დონალდ ტრამპი იყო. ჯო ბაიდენი დღევანდელი ფინანსური მაგნატების მართვადი წარმომადგენელია, რომლის კანდიდატურა წინა არჩევნებში სასწრაფოდ იქნა წამოყენებული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - იმ პრეზიდენტისა, რომლის მმართველობის დროს ამერიკას არავის მიმართ არ დაუწყია ომი, სხვებისაგან განსხვავებით.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ყოველ გადაწყვეტილებაა მისი „თანაშემწეები“ ამტკიცებენ, კამალა ჰარისის ხელმძღვანელობით. არცთუ იშვიათად, ისინი პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის ზეპირ გამოსვლებსაც ასწორებენ ხოლმე... სხვათა შორის, ამ მხრივ ჯო ბაიდენი ცვენს ქემალ ქილიჩდაროღლუს შეგვიძლია შევადაროთ, რომელსაც ჩანაწერების გარეშე ნორმალური ლაპარაკი არ შეუძლია - ვაითუ რამე ისეთი წამომცდესო...

ამიტომაც, ასეთ ფონზე არავის არ აკვირვებს ის, თუ რა გაუკეთა ჯო ბაიდენმა ქვეყანას, რომელიც მან დონალდ ტრამპისაგან მიიღო - უმუშევრობის დონე თითქმის ნოლამდე იყო დაწეული და პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა განუხრელად მატულობდა.

ამჟამად ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება - მიმდინარეობს ბანკების გაკოტრების პროცესი. რამ უნდა „უშველოს“ ამერიკას არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში? ალბათ, უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანამ: ბორბლები უნდა ტრიალებდეს, ქვაბში წყალი უნდა დუღდეს, ფრონტზე ბრძოლები უნდა მიდიოდეს... მაგრამ სწორედ აქ შევიდა ამერიკა ჩიხში. რა უნდა ქნას? რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტის გახსნაა საჭირო. მაგალითად, თურქეთის მხრიდან...

თურქეთი შავი ზღვის სრუტეებს აკონტროლებს და თუ დღევანდელი ხელისუფლება [14 მაისის არჩევნებში დამარცხდება], ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იქნება განწყობილი. სირიის ხელისუფლებაში ქურთისტანის მუშათა პარტია მოვა - ე.წ. „სახალხო თავდაცვის რაზმები“, რომლის მიმართაც ოპოზიციური კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გაკვირვებას გამოხატავს: „განა ისინი ჩვენზე თავდასხმისათვის ემზადებიან?“.

თურქი ოპოზიციონერები, მაგალითად, მერალ აშქენერი, „კარგი პარტიის“ ლიდერი, ამბობს, რომ თურქეთი უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენს მეზობელს - რუსეთს - ამერიკამ დაუწესა. გასაგებია, რომ ოპოზიცია რეჯეფ ერდოღანს ასეთ ავანტიურაზე წასვლას  ვერ აიძულებს, თუნდაც ხელისუფლების დაკარგვის ფასად.

აშშ-ის მიმართ რეჯეფ ერდოღანის პოზიცია ნათელია. პრეზიდენტისთვის გასაგებია, რომ იმ ამერიკანოფილებმა, რომლებიც 2015 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დასჯას გადაურჩნენ, მოგვიანებით თავიანთი ფერი შეიცვალეს და ახლა „კეთილი განზრახვების“ დემონტრაციას ახდენენ. თურქეთის ლიდერმა ეს ყველაფერი ყველა ჩვენთაგანზე უკეთესად იცის.

ასევე აშკარაა, რომ ამერიკანოფილებს არ შეუძლიათ, სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი, იმ უნიკალური ბალანსის დარღვევა, რომელიც თურქეთს ლიდერმა წლების განმავლობაში შექმნა და რომელსაც გაეროც კი იძულებული გახდა აპლოდისმენტებით შეხვედროდა. თურქეთის არმიამ, აშშ-ის დაზვერვის აგენტების თავიდან მოშორების შემდეგ, თავისი ძლიერება აღიდგინა და უპირველეს ფუნქცია დაიბრუნა - დაიცვას თურქი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ტრანსსასაზღვრო ოპერაციების მეშვეობით. და ამ დროს ოპოზიცია პარლამენტში ამ ოპერაციების წინააღმდეგ გამოდიოდა და გაჰყვიროდა - „რად გვინდა ეს?“.

დიახ, ამერიკაში ვარაუდობენ, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ანტიერდოღანულად განწყობილი კოალიცია - „ექვსეული თუ შვიდეული“ მოვა, მაგრამ ისინი თავისას არჩევნების შედეგებითაც კი ვერ მიაღწევენ.

მჯერა, რომ პატრიოტულად განწყობილი თურქი მოსახლეობა, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიულობის მიუხედავად, ხმის მიცემის დროს არ დაეთანხმება თურქეთის გადაქცევას „სასარგებლო პაიკად“, უკრაინის მსგავსად. თურქეთი უკრაინა არ არის.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/melihaltinok/2023/03/18/turkiye-ukraynaya-benzemez

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის