USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
9 სექტემბრის ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
 519

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე არ დაიწყოთ, თორემ ვერცერთს ვერ დაასრულებთ. ეცადეთ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ და არაფერზე გაღიზიანდეთ. დავალების შესრულებისთვის იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საქმით დილიდან ნუ დაიტვირთებით. ეცადეთ, კარგად ნაცნობი და მარტივი საქმეებით დაიწყოთ და საქმიან რიტმში თანდათან ჩაერთოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შეეცადეთ დაიმახსოვროთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

კარგი დღეა ახალი მიზნების დასახვისთვის. ეცადეთ, თქვენს ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ. გაიხსენეთ თქვენი ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვეს. ეს კავშირები მომავალშიც ბევრჯერ გამოგადგებათ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ ძალები აღიდგინოთ და ამაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, ნაკლები იაქტიუროთ და ინიციატივა არ გამოიჩინოთ. რჩევა როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. ასევე სასურველია, კონტაქტები შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და საქმე განმარტოებით აკეთოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მისი შესრულების დროა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ შეცდომებს თავიდან ვერ აიცილებთ. თუ ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდით, მხარდაჭერა ოჯახის წევრებს ან კოლეგებს უნდა სთხოვოთ - მათი მუშაობის შედეგი მოგეწონებათ. დღის განმავლობაში დაგროვილ დაძაბულობას საღამოს ვარჯიში ან სეირნობა მოგიხსნით, თუმცა განწყობის ხშირი ცვლილება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემები მშვიდად და საფუძვლიანად უნდა მოაგვაროთ. ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით, თორემ ვერაფერს გააკეთებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვეთ და აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები. საღამოს შესაძლოა უმნიშვნელო შემთხვევამ განწყობა გაგიფუჭოთ. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, სადავო საკითხში დროს კომპრომისი მოძებნოთ და გარემოებებს მოერგოთ. პირად ურთიერთობებში ჯობია, ცოტა ხნით შეისვენოთ ან პარტნიორის მოტივებს დაუფიქრდეთ და კარგად გაიაზროთ. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ ,ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, დილიდანვე პოზიტივით დაიმუხტოთ - თქვენი შრომისუნარიანობა და კარიერა მხოლოდ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ამ დღეს უაღრესად ემოციური ხართ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

იღბლიანი დღეა. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთული და შრომატევადი ამოცანები შეასრულოთ. პრობლემების მოგვარებაში კრეატიული აზროვნება და მდიდარი წარმოსახვის უნარი დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის - ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერი ოპონენტის დარწმუნებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სტრესული და ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, კონფლიქტის თვითმხილველი გახდეთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო საკითხების გადაწყვეტა სხვა დროისთვის გადადეთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ბოლო დღეები რთული იყო, ამიტომ შეიძლება დაგროვილმა დაძაბულობამ თავი იჩინოს. ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვათ და დაუსრულებელი საქმეები კოლეგებს გაუნაწილოთ. ხანმოკლე მოგზაურობა დაგეხმარებათ, დადებითი შთაბეჭდილებები მიიღოთ და განწყობა გაიუმჯობესოთ. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვას უნდა მოერიდოთ. დიდია შეცდომის და ფულის დაკარგვის შანსი. რაღაც შემთხვევა გაიძულებთ, მომხდარს სხვა თვალით შეხედოთ და გეგმები შეცვალოთ. რთულ ვითარებაში თუ აღმოჩნდით, შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати