USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
თბილისი
9 მაისი - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა
თარიღი:  3750

დღეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.

1945 წლის 2 მაისს ბერლინი დაეცა. მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა რაიხსტაგზე გამარჯვების წითელი დროშა აღმართეს. ბერლინში შესულმა წითელი არმიის ჯარისკაცებმა გამარჯვების სალუტი მოაწყვეს. ჰაერში ისროდა საომარი ტექნიკა მძიმე არტილერიით დაწყებული, “კატიუშებითა” და ავტომატებით დამთავრებული. ზანზარებდა ფანჯრის მინები; ზანზარებდა შენობის კედლები, ავეჯი და ინვენტარი, უძრავი და მოძრავი ნივთები, ზანზარებდა დედამიწა. ქალაქი ნანგრევებში იყო ჩაფლული.

3 მაისს ქალაქის განაპირა უბნებში კანტიკუნტად ისმოდა საარტილერიო გასროლები თუ ავტომატის კაკანი.

ბრანდენბურგის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიასა და რაიხსტაგის მოედანს, რომელიც ჭურვების აფეთქების გამო კრატერებად იყო ქცეული, მძიმე ტექნიკა ასწორებდა და ნაგვისგან ათავისუფლებდა.

3 მაისის გვიან საღამოს ბერლინის გარნიზონის ჯარების სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა, 4 მაისს კი წითელი არმიის ნაწილებმა სწორედ ბრანდენბურგის კარიბჭესთან მოაწყვეს გამარჯვების აღლუმი, რომელიც მიიღო გენერალმა ბერეზინმა. სტალინს სრული საფუძველი ჰქონდა, ეღიარებინა გერმანელთა კაპიტულაცია და გამოეცხადებინა გერმანელებზე სრული გამარჯვება, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ფაშისტების ზოგიერთი დაუმორჩილებელი შენაერთი გააფთრებით იბრძოდა არა მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე, არამედ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ქუჩებშიც.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის