USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
9 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

9 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 160-ე დღე (ნაკიან წლებში – 161-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 205 დღე.

 

დღის მოვლენები

68 : რომის იმპერატორმა ნერონმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

1815 : დასრულდა ვენის კონგრესი რომელმაც ჩამოაყალიბა ნაპოლეონის ომების შემდგომი ევროპის მოწყობის პრინციპები.

1822 : აშშ-ში ჩარლზ გრემმა ხელოვნური ყბა დააპატენტა.

1889 : ჯორდანო ბრუნოს ძეგლი გაიხსნა რომში მისი დაწვის ადგილზე.

1904 : პირველი კონცერტი გამართა ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა.

1934 : უოლტ დისნეის მულტფილმების სერიალის დონალდ დაკი დებიუტი.

1949 : რუსთაველის თეატრი დაიწვა სრულიად და მხოლოდ მისი ფასადი გადარჩა. თეატრი ერთ წელიწადში აღადგინეს საარქივო ფოტოების მიხედვით.

1959 : წყალში ჩაუშვეს ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი პირველი წყალქვეშა ნავი ჯორჯ ვაშინგტონი.

1963 : უინსტონ ჩერჩილი აშშ-ს საპატიო მოქალაქე გახდა.

1967 : საბჭოთა კავშირმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

1994 : პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გადაწყვეტილებით ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ატიდან აკმოლუში გადაიტანეს, 1998 წლიდან 2019 წლამდე ამ ქალაქს ასტანა ერქვა.

2010 : ბენინიო (ნოინოი) აკინო ფილიპინების პრეზიდენტად აირჩიეს.

2012 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2012 წლის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული გახდა.

2017 : ლონდონის ტერაქტის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 48 დაიჭრა.

ამ დღეს დაბადებულნი

1672 : პეტრე I — რუსეთის იმპერატორი

1774 : ჰამერ-პურგშტალი, იოზეფ ფონ — ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი.

1866 : ცახელი — ქართველი პოეტი

1840 : აკაკი წერეთელი — ქართველი პოეტი.

1872 : მარჯანიშვილი, კონსტანტინე — ქართველი რეჟისორი.

1923 : არისიმა ტაკეო — იაპონელი მწერალი

1927 : ჯოხაძე, დავით — ქართველი ბიოლოგი

1941 : ლორდი, ჯონ — ინგლისელი მუსიკოსი

1940 : რისმაგ გორდეზიანი — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1961 : მაიკლ ჯ. ფოქსი — ამერიკელი მსახიობი

1963 : ჯონი დეპი — ამერიკელი მსახიობი

1981 : ნატალი პორტმანი — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

68 : ნერონი — რომის იმპერატორი (დ.37)

1576 : დ'ალბრე, ჟანა — ნავარის დედოფალი

1774 : ათანასე თბილელი — ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე

1870 : დიკენსი, ჩარლზ — ინგლისელი მწერალი (დ.1812)

1974: ასტურიასი, მიგელ — გვატემალელი მწერალი

1980 : მამამთავრიშვილი, დავით — ქართველი ქირურგი

2015: ჯეიმზ ლასტი — გერმანელი კომპოზიტორი

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო: აკრედიტაციის საერთაშორისო დღე.

გაერო: მეგობრების საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

სამხრეთ ამერიკა, ურუგვაი: სამხრეთამერიკული ფეხბურთის დღე.

ბრაზილია: ჟოზე დი ანშეიტის დღე

ირლანდია:  ირლანდიელი წმინდა კოლუმბის დღე.

იტალია: ძველრომაული დღესასწაული ვესტალია.

აშშ, ოკლაჰომა: მოხუცების დღე.

უგანდა: გმირების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ბასილი ბაგრატიონი

მიქელ პარეხელი

თერაპონტე სარდიელი

თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი

იოანე რუსი

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way