USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
8 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

8 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 39-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 326 დღე (ნაკიან წელში - 327).

დღის მოვლენები

421 : კონსტანტიუს III დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
  • 1587 : შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო.
  • 1692 : სალემში, მასაჩუსეტსი, სალემის ჯადოქართა სამსჯავრო იწყება.
  • 1724 : პეტრე I-ის განკარგულებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
  • 1849 : ახალი რომის რესპუბლიკა დაარსდა.
  • 1904 : იაპონელებმა თავდასხმა მოაწყვეს რუსულ ხომალდებზე პორტ-არტურთან, ჩინეთი — რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო.
  • 1971 : სავაჭრო გარიგებები დაიწყო NASDAQ-ზე - მსოფლიოს პირველ ელექტრონულ საფონდო ბირჟაზე.
  • 1984 : გაიხსნა XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სარაევოში.
  • 1998 : პირველი ქალთა ჰოკეის მატჩი ჩატარდა ოლიმპიურ ისტორიაში: ფინეთმა შვედეთი დაამარცხა 6-0.
  • 2002 : გაიხსნა XIX ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოლტ-ლეიკ-სიტიში, აშშ.
  • 2017 : მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1291 : აფონსუ IV — პორტუგალიის მეფე ( 1325–1357)
  • 1405 : კონსტანტინე XI — ბიზანტიის ბოლო იმპერატორი (1448–1453)
  • 1744 : კარლ თეოდორ დალბერგი — საღვთო რომის იმპერიის უკანასკნელი ეპისკოპოსი-მთავარი
  • 1819 : ჯონ რესკინი — ინგლისელი მწერალი
  • 1828 : ჟიულ ვერნი — ფრანგი მწერალი
  • 1828 : ანტონიო კანოვას დელ კასტილიო — ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1834 : დიმიტრი მენდელეევი — რუსი ქიმიკოსი.
  • 1835 : ედუარდო პონდალი — გალისიელი პოეტი
  • 1853 : ზაქარია ჭიჭინაძე — ქართველი საზოგადო მოღვაწე
  • 1854 : გიორგი თუმანიშვილი — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი
  • 1854 : ივანე მაჩაბელი — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.
  • 1888 : ალექსანდრე ჟორჟოლიანი — ქართველი მსახიობი.
  • 1893 : ფრანც ჰანჩარი — ავსტრიელი არქეოლოგი
  • 1895 : ხორლოგიინ ჩოიბალსანი — მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1897 : ზაქირ ჰუსეინი — ინდოელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1897 : ნინა პავლოვა — რუსი მწერალი
  • 1903 : აბდულ რაჰმანი — დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის პირველი პრემიერ-მინისტრი
  • 1920: ჟან კორბელი — ფრანგი გეოგრაფი.
  • 1921 : ლანა ტერნერი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1925 : ჯეკ ლემონი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1928 : ვლადიმერ მარღანია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1931 : ჯეიმზ დინი — ამერიკელი მსახიობი
  • 1931 : გურამ ბარნოვი — ქართველი ფილოლოგი.
  • 1932 : ჯონ უილიამსი — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი.
  • 1953 : მერი სტინბერგენი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1959 : მაურისიო მაკრი — არგენტინის პრეზიდენტი.
  • 1960: ბენინიო აკინო — ფილიპინების პრეზიდენტი (2010– 2016)
  • 1966 : ხრისტო სტოიჩკოვი — ბულგარელი ფეხბურთელი
  • 1974 : სეთ გრინი — ამერიკელი მსახიობი
  • 1974: გოგი კოღუაშვილი — რუსი მოჭიდავე და მწვრთნელი.
  • 1975 : რუსუდან გოცირიძე — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
  • 1983 : ერიკ როუდსი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1985 : ჯაბა დვალი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1993 : დავით ხოჭოლავა — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : ჰაქან ჩალჰანოღლუ — თურქი ფეხბურთელი.
  • 1995: იოზუა კიმიჰი — გერმანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1676 : ალექსეი I (რუსეთი) — რუსეთის მეფე.
  • 1725 : ბელერზი, ჯონ — ინგლისელი ეკონომისტი
  • 1725 : პეტრე I — რუსეთის იმპერატორი
  • 1806 : ციციანოვი, დიმიტრი — კავკასიის მთავარმართებელი.
  • 1915 : წერეთელი, აკაკი — ქართველი პოეტი.
  • 1919 : ასკურავა, შერმადინ — ბოლშევიკი
  • 1925 : ენგლერი, კარლ — გერმანელი ქიმიკოსი
  • 1938 : ბექაური, ვლადიმერ — ქართველი გამომგონებელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დავით აღმაშენებელი
    • ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე
    • ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი
    • ღირსი სვიმონი
    • აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სტუდიელისა და ძმა მისი იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი
    • პავლა ქვრივი
  • აგრეთვე:
    • რუსეთი : რუსული მეცნიერების დღე.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის