8 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 312-ე დღე (ნაკიან წლებში – 313-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 53 დღე.
დღის მოვლენები
1519 : ჰერნან კორტესი ტენოჩტიტლანში შედის; აცტეკთა მმართველი მონტესუმა მას დიდი პომპეზურობით ხვდება როგორც დაბრუნებულ ღმერთს.
1793 : პარიზში საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა ლუვრს საზოგადოებისთვის ღიად აცხადებს, როგორც მუზეუმს.
1864 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - აბრაჰამ ლინკოლნი აბსოლუტური უპირატესობით იმარჯვებს ჯორჯ მაკლელანზე.
1889 : მონტანა აშშ-ის 41-ე შტატი ხდება.
1895 : ვილჰელმ რენტგენი ელექტრობაზე ექსპერიმენტებისას შემთხვევით აღმოაჩენს იქს-სხივებს (შემდგომში წოდებული როგორც რენტგენის სხივები.
1923 : ლუდის პუტჩი: მიუნხენში ნაცისტების მიერ მთავრობის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
1932 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ფრანკლინ დელანო რუზველტი გადამჭრელი უპირატესობით ამარცხებს ჰერბეტ ჰუვერს.
1933 : დიდი დეპრესია - ახალი გარიგება - პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ქმნის საზოგადოებრივ საქმეთა ადმინისტრაციას, რომლის დანიშნულება 4 მილიონზე მეტი უმუშევრის დასაქმებაა.
1935 : ბერნარ ბუისონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხდება.
1937 : ნაცისტების გამოფენა „მარადი ებრაელი“ (Der ewige Jude) გაიხსნა მიუნხენში.
1941 : ალბანეთის კომუნისტური პარია დაარსდა.
1942 : ჰოლოკოსტი - ტერნოპოლში, დასავლეთ უკრაინა, გერმანიის სს-ის ჯარისკაცებმა 2400-მდე ებრაელი ბელზეკის სიკვდილის ბანაკში გაამგზავრეს, ე. წ. მეორე აქციით. ტერნოპოლში გერმანელთა შესვლამდე 18000 ებრაელი ცხოვრობდა.
1960 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ჯონ ფ. კენედი ამარცხებს რიჩარდ ნიქსონს და ხდება ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის პოსტზე.
1971 : ბრიტანული როკ-ჯგუფის ლედ ზეპელინის მე-4 ალბომი (Led Zeppelin IV) გამოდის, მასში შედის ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა „Stairway to Heaven“ (კიბე სამოთხისკენ).
1973 : ჯონ პოლ გეტი III-ის მარჯვენა ყური მიგზავნილ იქნა გაზეთის გამომცემლობაში 2,9 მილიონი აშშ დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით.
1979 : ჩილეს კომუნისტური პარტია (პროლეტარული მოძრაობა) დაარსდა.
1988 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ჯორჯ ბუში (უფროსი) ამარცხებს მაიკლ დუკაკისს.
2009 : ნობელის პრემიის ლაურეატი და საბჭოთა წყალბადის ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი რუსი ფიზიკოსი ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა მოსკოვში 93 წლის ასაკში.
2011 : 6.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში, კუნძულ ოკინავას სანაპიროსთან.
2012 : ინტერპოლის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ქალი — მირეი ბალესტრაზი აირჩიეს.
მიანმარის საპარლამენტო არჩევნებში აუნ სან სუ ჩის ეროვნული ლიგა იმარჯვებს.
2016 : დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
35 : ნერვა — რომის იმპერატორი (გ. 98)
1622 : ჩარლზ X — შვედეთის მეფე (გ. 1660)
1837 : ჭავჭავაძე, ილია — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე
1868 : ჰაუსდორფი, ფელიქს — გერმანელი მათემატიკოსი (გ. 1942)
1888 : ჯუღელი, სიმონ — რევოლუციონერი
1900 : მიჩელი, მარგარეტ — ამერიკელი მწერალი (გ. 1949)
1935 : დელონი, ალენ — ფრანგი მსახიობი
1954 : იშიგურო კაძუო — ნობელის პრემია მფლობელი ლიტერატურის დარგში, წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი.
1968 : პოსი, პარკერ — ამერიკელი მსახიობი
1968 : ვაითსი, ზარა — ჰოლანდიელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
1226 : ლუი VIII — საფრანგეთის მეფე (დ. 1187)
1674 : მილტონი, ჯონ — ინგლისელი პოეტი (დ. 1608)
1719 : როლი, მიშელ — ფრანგი მათემატიკოსი (დ. [[1652])
1864 : ჰალენი, ვან დონ ჟან — ესპანეთის გენერალი.
1945 : ფონ მაკენსენი, აუგუსტ — გერმანელი ფელდ-მარშალი (დ. 1849)
1953 : ბუნინი, ივან — რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ. 1870)
1986 : მოლოტოვი, ვიაჩესლავ — რუსი პოლიტიკოსი (დ. 1890)
1998 : მარე, ჟან — ფრანგი მსახიობი (დ. 1913)
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ალექსანდრე – გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი
დიმიტრი თესალონიკელი
წმინდა ლუპე
ათანასე მიდიკიელი
დიმიტრი ბესარაბიელი
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.