საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNESCO-ს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დამადასტურებელი კვლევის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები მაისის თვეში დაიწყო.
8 000 წლის უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული ღვინის ეროვნული დღე მაისის თვეში, 8 რიცხვში აღინიშნება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.