USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
7 მაისი- ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  917

7 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 127-ე დღე (ნაკიან წლებში - 128-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 238 დღე.

დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 558 : კონსტატინოპოლში აია-სოფიას გუმბათი ჩამოინგრა. იუსტინიანე I-ის ბრძანებით დაუყოვნებლივ იწყებენ მის მშენებლობას.
  • 1516 : ჩრდილოეთ ამერიკაში დაწესდა ინკვიზიცია.
  • 1274 : საფრანგეთში ლიონის მეორე კრება გაიხსნა პაპის არჩევის რეგულირებისთვის.
  • 1348 : პრაღის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
  • 1429 : ჟანა დ'არკი ორლეანის ალყას ასრულებს. გამარჯვება გადამწყვეტი გახდა ასწლიანი ომისთვის.
  • 1664 : ლუი XIV ვერსალის სასახლეს ხსნის.
  • 1682 : რუსეთის მეფედ არჩეულ იქნა პეტრე I.
  • 1697 : სტოკჰოლმის სამეფო ციხესიმაგრე ხანძარმა გაანადგურა.
  • 1755 : ოფიციალურად გაიხსნა მოსკოვის უნივერსიტეტი.
  • 1824 : ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის პრემიერა გაიმართა ვენაში, ავსტრია, მიხაელ უმლაუფის დირიჟორობით.
  • 1832 : ლონდონის ხელშეკრულებით საბერძნეთი დამოუკიდებლად ცნეს. მის მეფედ აირჩა ბავარიის პრინცი ოტო ვიტელსბახელი.
  • 1875 : გაფორმდა რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის შესახებ - იაპონიას გადაეცა კურილიის კუნძულები კუნძულ სახალინზე პრეტენზიების უარყოფის სანაცვლოდ.
  • 1895 : სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე პოპოვმა რუსეთის ფიზიკა-ქიმიის საზოგადოებას წარუდგინა მისი გამოგონება - მსოფლიოში პირველი რადიომიმღები. საბჭოთა კავშირში ეს დღე რადიოს დღედ აღინიშნებოდა.
  • 1920 : მოსკოვის ხელშეკრულება (1920): საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა ექვს თვეში მისი ანექსია მოახდინა.
  • 1920 : კიევის აღება: პოლონეთის ძალები იოზეფ პილსუდკისა და ედვარდ რიდზ-სმიგლის მეთაურობით ეხმარებიან უკრაინის მცირერიცხოვან ჯარს კიევის აღებაში. მოიერიშეები ერთ თვეში წითელმა არმიამ განდევნა.
  • 1954 : საფრანგეთის ჯარებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს ვიეტნამში.
  • 1946 : დაარსდა ელექტროტექნიკური კომპანია „სონი“.
  • 1948 : ევროპის საბჭო დაარსდა ჰააგის კონგრესზე.
  • 1960 : სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლ. ბრეჟნევი.
  • 1992 : კოსმოსური შატლი ენდევორის გაშვება განხორციელდა.
  • 1998 : ისტორიაში უდიდესი ინდუსტრიული გაერთიანება: მერსედეს-ბენცი ყიდულობს კრაისლერს $40 მილიარდად და ქმნის დაიმლერ-კრაისლერს.
  • 1999 : პაპი იოანე პავლე II რუმინეთში ჩადის, რითაც პირველი პაპი გახდა, რომელმაც აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქვეყანა მოინახულა დიდი სქიზმის შემდეგ (1054).
  • 1999 : გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი ჟოან ბერნარდო ვიეირა გადააყენეს სამხედრო გადატრიალებით.
  • 2000 : გაიმართა რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვ.პუტინის ინაუგურაცია.
  • 2007 : ნასას განცხადებით აღმოჩენილია SN 2006gy, ზეახალი ვარსკვლავი ისტორიაში დღემდე დაფიქსირებული უდიდესი აბსოლუტური სიკაშკაშით.
  • 2011 : ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ მკო-ს ჩემპიონობა შეინარჩუნა მეორე საშუალო წონით კატეგორიაში შეინ მოსლის დამარცხებით.
  • 2011 : ვლადიმერ პუტინმა 4 წლის შემდეგ კვლავ დაიკავა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.
  • 2014 : ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრი იინგლაკ ჩინავატი გადააყენა და მის ნაცვლად ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი დანიშნა.
  • 2017 : საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობით, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1833 : ბრამსი, იოჰანეს — გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი.
  • 1851 : ჰარნაკი, ადოლფ — გერმანელი თეოლოგი.
  • 1840 : ჩაიკოვსკი, პეტრე — რუსი კომპოზიტორი.
  • 1894 : ყუშიტაშვილი, ვასილ — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.
  • 1901 : გერი კუპერი — ამერიკელი მსახიობი. (გ. 1961)

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1014 : ბაგრატ III — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე
  • 1682 : თედორე III — რუსეთის მეფე.
  • 1890 : ნეიზმითი, ჯეიმზ — ინგლისელი ინჟინერი.
  • 1970 : სუძუკი მოსაბურო — იაპონიის სოციალისტური-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე.
  • 2013 : რეი ჰარიჰაუზენი — ამერიკელი ვიზუალური ეფექტების შემქმნელი, მწერალი, ანიმატორი და პროდიუსერი.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი
    • პასიკრატე და ვალენტინი
    • მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი
    • თომა სალოსი
    • ელისაბედ საკვირველთმოქმედი
  • აგრეთვე:
    • რუსეთი - რადიოს დღე.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის