USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
7 მაისი - თბილისური წვიმა დღეს მთელი მსოფლიოსთვის იწვიმებს
Date:  1466

7 მაისს თბილისში ყოველთვის წვიმს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცას შეჰყურებდნენ. არსებობდა რწმენა, რომ 7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ

ჩვენი წინაპარი შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, ამ დღის წვიმის წყალს სამკურნალო თვისებასაც მიაწერდა – თვლიდა, რომ თუ ამ დღეს წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, ეს თმის ხარისხს გააუმჯობესებდა. ამ ამბავზე ეს ხალხური სტროფიც მიუთითებს:

„შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.

შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.

შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო“...

ზოგადად წვიმის წყლის მაგიურობის შესახებ ფაქტები ფრანგებისა და გერმანელების ფოლკლორშიც არის შემორჩენილი, მაგრამ შვიდი მაისის წვიმის ბედნიერებასთან დაკავშირება ალბათ მხოლოდ ქართველის ფანტაზიის ნაყოფია...

ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს.

თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.

2015 წელის 7 მაისს არ უწვიმია თბილისში. სამწუხაროდ დიდ წვიმა მოვიდა 13 ივნისს.

არც შარშან იწვიმა და კი გვაქვს სახეზე კორონავირუსის პანდემია.

წელს არ დაგავღალატა თბილისმა და იწვიმა.

თბილისური წვიმა დღეს მთელი მსოფლიოსთვის იწვიმებს !!!

 

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way