USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
 878

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც ეცდება ცილი დაგწამოთ და ამის საშუალება არ მისცეთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, რომ ის არ გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კუროსთვის ეს დღე თქვენგან დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. თავის მოტყუებამ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები შექმნას. თუ მიტევებას და ადამიანების გაგებას ისწავლით, შეიძლება კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იმედგაცრუება გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

როგორც არ უნდა ცდილობდნენ თქვენს გადაბირებას, ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ. მარტოხელა ტყუპებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სირთულეები გელით. დაწყებული საქმე თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს. ეცადეთ თქვენი ყველა ქმედება წინასწარ დაგეგმოთ - ეს გამოუვალ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ოჯახური ბიუჯეტის არასწორი განაწილების გამო დაწყებული კამათი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენი დაუფიქრებელი სიტყვის ან ქმედების გამო შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა დაიძაბოს. ეცადეთ მცირე გაუგებრობა დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მამაკაცებს ბიზნესსაქმიანობაში წარმატება ელით. სავარაუდოდ, ახალ ბიზნესპარტნიორებთან დაწყებული ურთიერთობა მოგებიანი და წარმატებული იქნება. საღამო მოულოდნელობებით სავსეა, ამიტომ ეცადეთ უფრო აქტიური იყოთ და ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაქცია გამოავლინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს ის დღეა, როცა სხვების რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ და საკუთარი ჩანაფიქრი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით რას ელით ცხოვრებიდან და რისი მიღება გსურთ. იყავით აქტიური და კომუნიკაბელური და მარტოობას ერიდეთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს თქვენი მონდომება ღირსეულად დაფასდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დასვენება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სამუშაო. გირჩევთ სამსახურის პრობლემები სამსახურში დატოვოთ და სახლში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით ისიამოვნოთ. მოერიდეთ უხეშობას და აგრესიას თუ არ გსურთ, რომ იგივეთი არ გიპასუხონ. გამორიცხული არ არის, რომ გაცნობის საიტზე თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პროფესიული საქმიანობისთვის წარმატებული დღეა. სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად მოქმედება და საკუთარი უნარების სურვილის მიხედვით გამოყენება შეგიძლიათ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, ეცადეთ მიზეზი საკუთარ თავში ეძებოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გასაცნობად. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ. დამშვიდდით, ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე სახლს, ოჯახურ სიმყუდროვეს და კომფორტს განასახიერებს. მეზობლებთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე პრობლემები, მაგრამ მათ მალე და ადვილად გაუმკლავდებით. გამოჩნდებიან თანამოაზრეები, რომლებიც სწორ მიმართულებას დაგანახებენ. მარტოხელა თვის რქებს ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს ჰპირდებიან.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულის სასიცოცხლო პოტენციალი, ორგანიზაციული უნარები, პიროვნული ხიბლი და მიმზიდველობა იზრდება. ეს ივლისის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა, როდესაც შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული გეგმებისა და იდეების განხორციელება შეგიძლიათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება და ურთიერთკმაყოფილებას მოიტანს. იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

წარმატების მისაღწევად წესების დაცვა გჭირდებათ. გახსოვდეთ, როგორც კი რაღაც არასწორს გააკეთებთ, მყისიერად დაისჯებით და ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სიყვარული და ყურადღება გამოიჩინოთ. ნუ აჩქარდებით და ნუ გადაიღლებით, რათა კარგი განწყობა და შრომის ნაყოფიერება შეინარჩუნოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way