USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
7 -8 სექტემბერს გემო ფესტს სამეგრელო მასპინძლობს
თარიღი:  619

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში იმართება. გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარედგინათ.

გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

საქართველო - ჩეხეთი 4:1- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გემო-ფესტის სტუმრებმა საქართველოს გამარჯვებას სპეციალურ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურეს.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის