USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
62-ე სკოლის მოსწავლემ, მისი სკოლის ეზოში დანგრეული ეკლესია ხელახლა ააშენა და დღეს ამ ტაძრის წინამძღვარია
თარიღი:  2081

ციკლიდან თბილისური ტაძრების ისტორია

საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 10 წლის წინ გიორგობა დღეს გაიხსნა.

არქიტექტურულად მთავარი ტაძარი ჭიათურაში მდებარე  კაცხის ისტორიული ეკლესიის ანალოგია.

საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძარი თბილისის 62-ე სკოლის ეზოში მდებარეობს, ზუსტად იმ ადგილას,  სადაც 1937 წლამდე წმინდა გიორგის სახელზე ეკლესია იდგა.

ტაძრის წინამძღვარია 13 შვილის მამა , დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე.

როდესაც ის 62- ე სკოლაში პირველ კლასში შეიყვანეს, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ კომუნისტების მიერ, სკოლის ეზოში დანგრეული ეკლესიის აღდგენის ინიციატორი გახდებოდა.

მთავარი ტაძარი, რეკორდულ დროში, წელიწადსა და ოთხ თვეში აშენდა და 2014 წლის 23 ნოემბერს ეკურთხა.

მოგვიანებით , ამავე ტერიტორიაზე სხვა ტაძრის ნაშთებიც აღმოჩნდა. ნანგრევებზე წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია აიგო, რომელთა მოხატვა ცნობილმა ხატმწერმა ზურა მანწკავამ შეასრულა. მასთან ერთად, ხატწერის პროცესში მაკა ასათიანიც მონაწილეობდა. ის ხატწერის ხელოვნებას ზურა მანწკავასთან სწავლობს.

 

ტაძრის ეზოში, სატრაპეზოს კედელზე განთავსებულია ისტორიული ფოტო, რომელიც 1912 წელს, აღდგომა დღესაა გადაღებული

 ფოტოზე : წმინდა გიორგის ტაძრის  წინამძღვარი მღვდელი გიორგი ჩიქოვანი, დიაკონი იოსებ ხიზანიშვილი და დიაკონი ასათიანი.

მრევლი : ძმები ლუკა და გიორგი ურთმელიძეები, მიხეილ და ნიკოლოზ მამულაშვილები, ბუკია, მალაქია დოდაშვილი,  გაბაშვილი, ფილიპე კუხიანიძე, ალექსანდრე ალთუნაშვილი, ალექსანდრე ბერია, კიმოთე მაისურაძე,მეპურე გვიმრაძე, ოდიშერიძე,ეძგვერაძე და იუნკერი.

ეს კი განახლებული ეკლესიის მოძღვრების და მრევლის სურათია.

ფოტოზე : მამა ალექსანდრე ბოლქვაძე მრევლთან ერთად, 2023 წლის აღდგომა

სტატიაში გამოყენებულია გამოყენებულია ფოტოები დოკუმენტური ფილმიდან " ხატმწერი"

ავტორი: ესმა ხიდაშელი

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის