USD 2.6128
EUR 3.0374
RUB 3.0271
თბილისი
6 თვეში ქართული ბანკების მოგება ₾1.55 მილიარდამდე გაიზარდა - 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, საქართველოს ბანკმა 788 მილიონი ლარი მოიგო
თარიღი:  872

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ის 2025 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 1.55 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-ივნისში 15 მოგებაზე იყო, 4-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.

სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-ივნისში 788 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 566 მილიონი ლარით, რაც წლიურად 28 მილიონით, ანუ 5%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 61.7 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ცნობილია რომ სებ-ი უკვე განიხილავს "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის შესახებ განაცხადს და ნებართვის შემთხვევაში შესაძლოა ბაზარზე აღნიშნული გამსხვილება შედგეს. თავად ბაზისბანკს 2025 წლის პირველ ნახევარში 51.3 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-აპრილში 43 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან "სილქ" ბანკი", "პეივ ბანკი", "ჰეშ ბანკი" და "პეისერა" ბანკი.

# კომერციული ბანკი მოგება 2025 წლის 6 თვეში სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 საქართველოს ბანკი 788 მილიონი ლარი; 9%
2 თი–ბი–სი ბანკი 596 მილიონი ლარი; 5%
3 ლიბერთი ბანკი 62 მილიონი ლარი; 9%
4 ბაზის ბანკი 51 მილიონი ლარი; 39%
5 კრედო ბანკი 41 მილიონი ლარი; 70%
6 ქართუ ბანკი 19 მილიონი ლარი; 22%
7 პროკრედიტ ბანკი 15 მილიონი ლარი; -15%
8 ტერა ბანკი 14 მილიონი ლარი; -12%
9 ხალიკ ბანკი 8 მილიონი ლარი; -22%
10 მიკრობანკი კრისტალი 8 მილიონი ლარი; ბანკმა ოპერირება წელს დაიწყო
11 იშ ბანკ 7 მილიონი ლარი; -15%
12 მიკრობანკი ემბისი 5 მილიონი ლარი; ბანკმა ოპერირება წელს დაიწყო
13 ზირაათ ბანკი 3 მილიონი ლარი; 0%
14 პაშაბანკი 0.4 მილიონი ლარი; -86%
15 პეივბანკი 0.1 მილიონი ლარი; ბანკი გასულ წელს მოგების ნაცვლად 0.2 მლნ-ის ზარალზე იყო
16 პეისერა -0.6 მილიონი ლარი; ბანკი გასულ წელს მოგების ნაცვლად 0.5 მლნ-ის ზარალზე იყო
17 ჰეშბანკი -6 მილიონი ლარი; ბანკი გასულ წელს მოგების ნაცვლად 1.6 მლნ-ის ზარალზე იყო
18 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი; ბანკი გასულ წელს მოგების ნაცვლად 3.9 მლნ-ის ზარალზე იყო
19 ვი–თი–ბი ბანკი -43 მილიონი ლარი; ბანკი გასულ წელს მოგების ნაცვლად 8.6 მლნ-ის ზარალზე იყო
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის