USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
6 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 624

6 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 279-ე დღე (ნაკიან წლებში — 280-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 86 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 105 : არაუსიოს ბრძოლა — კიმბრის ტომის მოიერიშეებმა გნეუს მალიუს მაქსიმუსს უდიდესი დამარცხება აწვნიეს.
  • ძვ. წ. 69 : ტიგრანაკერტის ბრძოლა — ლუკულუსი ამარცხებს სომხეთის მეფე ტიგრან დიდს.
  • 1888 : პარიზში კაბარე „მელან-რუჟი“ გაიხსნა.
  • 1889 : თომას ედისონი პირველი მოძრავი სურათის დემონსტრაციას ახდენს.
  • 1908 : ავსტრიის მიერ ანექსირებულ იქნა ბოსნია და ჰერცეგოვინა.
  • 1921 : დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი.
  • 1927 : ნიუ-იორკში პირველი ხმოვანი ფილმის „ჯაზის მომღერალი“ პრემიერა გაიმართა.
  • 1928 : ჩიან კაი-შეკი ჩინეთის რესპუბლიკის ბელადი ხდება.
  • 1948 : აშხაბადში 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
  • 1966 : LSD აშშ-ში არალეგალურად გამოცხადდა.
  • 1973 : იომ-კიპურის ომი — ეგვიპტე ისრაელს დაესხა თავს.
  • 1975 : საფეხბურთო კლუბი დინამო (კიევი) ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა.
  • 1976 : ბანკოკში თამასატის უნივერსიტეტთან ტაილანდის დიქტატორის დაბრუნების პროტესტის ნიშნად თავშეყრილი სტუდენტები ჩახოცეს.
  • 1981 : მოკლეს ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი.
  • 2000 : იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გადადგა.
  • 2008 : ლუკ მონტანიე და ფრანსუაზ ბარე-სინუსი, რომლებმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინეს, და ჰარალდ ცურ ჰაუზენი, რომელმაც ქალებში კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომას ვირუსი აღმოაჩინა, მედიცინის დარგში 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2009 :
    • პლანეტა სატურნის გარშემო მასზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო ვრცელი ფებეს რგოლი აღმოაჩინეს.
    • ჩარლზ კაო, მისი ნამუშევრისთვის ოპტიკურ ბოჭკოებზე, ასევე უილარდ ბოილი და ჯორჯ სმიტი, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
    • ჰილარი მანტელის „მგლების ციხე“ 2009 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2010 : ამერიკელ რიჩარდ ჰეკს და იაპონელებს, ეიიჩი ნეგიშისა და აკირა სუძუკის ნობელის პრემია ქიმიის დარგში მიენიჭათ.
  • 2011 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში გახდა ტომას ტრანსტრომერი, შვედეთი.
  • 2014 : ჯონ ო’კიფი, მეი-ბრიტ მოსერი და ედვარდ მოსერი მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2015 : ართურ მაკდონალდი და ტაკააკი კაძიტა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში ბირთვული იარაღის განადგურების კამპანია გახდა.
  • 2020 : ნობელის პრემია ფიზიკაში როჯერ პენროუზს, რაინჰარდ გენცელს და ანდრეა გეზს გადაეცა შავ ხვრელთა შესახებ აღმოჩენებისთვის.
  • 2021 : ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში ამერიკელი დევიდ მაკმილანი და გერმანელი ბენჯამინ ლისტი გახდნენ.
  • 2022 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ფრანგი ანი ერნო გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1289 : ვენზელ III — ბოჰემიის მეფე
  • 1459 : ბეჰაიმი, მარტინ — გერმანელი გეოგრაფი
  • 1773 : ლუი-ფილიპი — საფრანგეთის მეფე (გ.1850)
  • 1808 : ფრიდრიხ VII — დანიის მეფე
  • 1831 : დედეკინდი, რიხარდ იულიუს ვილჰელმ — გერმანელი მათემატიკოსი
  • 1887 : ლე კორბუზიე, შარლ ედუარ — შვეიცარიელი არქიტექტი
  • 1888 : ლი დაჩჯაო — ჩინური კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • 1897 : გერჰარდ ლამპრეხტი — გერმანელი კინორეჟისორი
  • 1900 : ვერიკო ანჯაფარიძე — ქართველი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), სოციალისტური შრომის გმირი. (გ. 1987)
  • 1914 : ჰეიერდალი, ტურ — ნორვეგიელი მოგზაური
  • 1923 : ავალიანი, ლავრენტი — საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1930 : ალ-ასადი, ჰაფეზ — სირიის პრეზიდენტი 1971-2000 (გ.2000)
  • 1952 : გუსინსკი, ვლადიმერ — რუსი მედიამაგნატი
  • 1972 : შვარცერი, მარკ — ავსტრალიელი ფეხბურთელი
  • 1981 : ხიზანიშვილი, ზურაბ — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 23 : ვან მანი — ჩინეთის იმპერატორი
  • 877 : კარლოს II — ფრანკთა მეფე
  • 1014 : სამუელი — ბულგარეთის მეფე
  • 1214 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე
  • 1413 : დავიტ I — ეთიოპიის იმპერატორი
  • 1517 : ფრა ბარტოლომეო — იტალიელი მხატვარი
  • 1536 : თინდეილი, ვილიამ — ბიბლიის ინგლისურად მთარგმნელი
  • 1661 : გურუ ჰარ რაი — სიქხების გურუ
  • 1892 : ტენისონი, ალფრედ ლორდ — ბრიტანელი პოეტი (დ.1809)
  • 1933 : ფალიაშვილი, ზაქარია — ქართველი კომპოზიტორი
  • 1981 : სადათი, ანვარ — ეგვიპტის პრეზიდენტი 1970-1981 (დ.1918)
  • 1998 : ბიკოვი, როლან — რუსი მსახიობი
  • 2011: ოთარ რამიშვილი — ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი
  • 2018: მონსერატ კაბალიე — ესპანელი სოპრანო (დ. 1933)
  • 2018: სკოტ უილსონი — ამერიკელი მსახიობი (დ. 1942)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
    • ქსანთიპა და პოლიქსენია
    • ირიადა ქალწული
    • წმინდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე
  • აგრეთვე:
    • გერმანია-ამერიკის დღე
    • ეგვიპტე : ეროვნული დღე
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати