USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
6 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო - ქართველი ვეტერანი ძიუდოისტების დიდი წარმატება სლოვენიაში
თარიღი:  973

ქართველი სპორტსმენების კიდევ ერთი დიდი წარმატება, ამჯერად სლოვენიაში. ვეტერანთა შორის ძიუდოს ევროპოს ჩემპიონატში ქართველმა ძიუდოისტებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

სლოვენიაში ძიუდოისტებს შორის შეჯიბრი 8-10 ივნისს გაიმართა. სპორტსმენები სამშლობლოში დღეს დილით დაბრუნდნენ.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის