USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
6 ოლქის ამომრჩევლის წინასაარჩევნო განწყობები - ბრიტანული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის ახალი კვლევა
Date:  1421

ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 52,1%-მა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" კანდიდატის ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კი გამოკითხულთა 36,6%-ის მხარდაჭერა მიიღო.

კვლევის მიხედვით, დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი ასე განაწილდა:

მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%;

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%;

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) - 1,5%;

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“- 50,1%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -20,8%;

„გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი“ -7,6%;

„გირჩი“ -5,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“ -5,4%;

„ლეიბორისტული პარტია“ -2,8%;

„ევროპული საქართველო“ - 2,6%;

„ლელო“ -1,8%;

„ერთიანი საქართველო“ - 0,9%;

„თავისუფალი დემოკრატები“ -0,6%;

სხვა არჩევანი აქვს -1,5%-ს.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ვაკის მაჟრიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 52,4%-მა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის სასარგებლოდ მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე კი არჩევანი 33,2% გააკეთა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%;

ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%;

ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%;

ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%;

გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა).

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში გამოკითხულთა მხარდაჭერა ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 54,6%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -12,1%;

„ევროპული საქართველო“ - 7,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 6,0%;

„გირჩი“ - 5,7%;

„ლელო“ - 5,4%;

გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%;

„ლეიბორისტული პარტია“ -1,8%;

„ერთიანი საქართველო“ - 0,4%;

„თავისუფალი დემოკრატები“ -0 %;

სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 56,2% ხმას „ქართული ოცნების" კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს კი გამოკითხულთა 30,2% მისცემდა ხმას.

დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%;

პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%;

გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%.

მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქი: შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) – 52,1%; ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -18,6%; თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) - 11,0%; ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 8,9%; სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -7,6%; ეკა ბესელია( სამართლიანობისთვის) - 1,2%; მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) 0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,6%.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი: პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება) – 80,5%; გიორგი კაპანაძე (ნაციონალური მოძრაობა) 7,5%; გიორგი კასრაძე(პატრიოტთა ალიანსი) - 4,6%; როსტომ ცარციძე (თავისუფალი საქართველო) -3,0%; სერგო რატიანი( ევროპული საქართველო ) -2,5%; ანი მიროტაძე(ლელო) -1,3%; ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 0,6%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%.

ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) – 64,4%; მურთაზ ზოდელავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -17,9%; გიგა ბოკერია (ევროპული საქართველო) -8,5%; დავით სარსანია (დამოუკიდებელი კანდიდატი) -5,0%; გიორგი ბარამია (ლელო) -1,9%; აპოლონ გარუჩავა (დამოუკიდებელი კანიდატი) -1,8%; თეიმურაზ ფაჩულია (პატრიოტთა ალიანსი) -0,5% ; თამარ ფაჩულია (თავისუფალი საქართველო) -0,0%; ბორის ყურუა (გირჩი) - 0,0%/

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way