USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
6 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  502

6 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 65–ე დღე (ნაკიან წლებში - 66–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 300 დღე.

დღის მოვლენები

1521 : მაგელანმა აღმოაჩინა კუნძული გუამი.

1853 : ჯუზეპე ვერდის ტრავიატას პრემიერა გაიმართა ვენეციაში.

1869 : დმიტრი მენდელეევი რუსეთის ქიმიის საზოგადოებას წარუდგენს პირველ პერიოდულ სისტემას.

1899 : ბაიერი არეგისტრირებს ასპირინს როგორც სავაჭრო მარკას.

1925 : პიონერსკაია პრავდა - ევროპის ერთ-ერთი უძველესი საბავშვო გაზეთი, დაარსდა.

1945 : რუმინეთში კომუნისტური მთავრობა მოდის პეტრუ გროზას მეთაურობით.

1953 : სტალინის გარდაცვალების შემდეგ სსრკ-ის გენერალური მდივნისა და კომუნისტური პარტიის სათავეში მოდის გიორგი მალენკოვი.

1957 : ისრაელს გამოჰყავს ჯარები სინაის ნახევარკუნძულიდან.

1964 : კასიუს კლეი ოფიციალურად ირქმევს სახელს „მუჰამედ ალი“, რაც ნიშნავს „ალაჰის რჩეულს“.

1964 : კონსტანტინე II ხდება საბერძნეთის მეფე.

1992 : კომპიუტერული ვირუსი „მიქელანჯელო“ მოედო მსოფლიოს კომპიუტერულ ქსელებს.

2009 : ნასამ კოსმოსში კეპლერის მისია გაუშვა, რომლის მიზანი დედამიწისმაგვარი პლანეტების მოძიებაა.

ამ დღეს დაბადებულნი

1405 : ხუან II — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე (1406–1454)

1475 : მიქელანჯელო — იტალიელი მოქანდაკე და ფერმწერი.

1508 : ჰუმაიონი — დიდ მოგოლთა მეორე იმპერატორი (1530–1540) და (1555–1556)

1831 : ფილიპ შერიდანი — ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე

1866 : იასონ ლორთქიფანიძე — ქართველი იურისტი

1867 : სოლომონ ქურდიანი — ქართველი მეტყევე-სელექციონერი

1889 : ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა — უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

1889 : ცაცა ამირეჯიბი — ქართველი მსახიობი

1900 : ევალდ აავი — ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი.

1915 : ბორის იზიუმსკი — საბჭოთა და რუსი მწერალი.

1926 : ანჯეი ვაიდა — პოლონელი კინორეჟისორი.

1926 : ალან გრინსპენი — ამერიკელი ეკონომისტი

1927 : გაბრიელ გარსია მარკესი —კოლუმბიელი მწერალი.

1929 : ფაზილ ისკანდერი — აფხაზი რუსულენოვანი მწერალი

1937 : ვალენტინა ტერეშკოვა — პირველი ქალი-კოსმონავტი

1946 : დევიდ გილმორი — ბრიტანელი მომღერალი და გიტარისტი.

1947 : რობ რაინერი — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი

1964 : სანდრო როსელი — ესპანელი მეწარმე, ბიზნესმენი

1972 : ჰანან ალ-ჰრუბი — პალესტინელი მასწავლებელი

1972 : შაკილ ო’ნილი — ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე

1976  : რობერტ მილკინსი — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი.

1977 : გეორგიოს კარაგუნისი — ბერძენი ფეხბურთელი

1979 : ტიმ ჰოვარდი — ამერიკელი ფეხბურთელი.

1980 : როდრიგო ტადეი — ბრაზილიელი ფეხბურთელი

1981  : გორკა ირაისოსი — ესპანელი ფეხბურთელი

1987 : კევინ-პრინს ბოატენგი — გერმანელი ფეხბურთელი

1988 : სიმონ მინოლე — ბელგიელი ფეხბურთელი

1990 : ესტი გინზბერგი — ებრაელი მოდელი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1930 : ტირპიცი, ალფრედ ფონ — გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

1950 : ალბერ ლებრანი — საფრანგეთის პრეზიდენტი

1986 : ო'კიფი, ჯორჯია — ამერიკელი ფერმწერი.

1994 : აბულაძე, თენგიზ — ქართველი კინორეჟისორი

2004 : ფერნანდესი, რეი — ამერიკელი პროფესიონალი მოჭიდავე.

2004  :დი, ფრანცის — ამერიკელი მსახიობი.

2005 : რაიტი, ტერეზა — ამერიკელი მსახიობი.

2005  :გარდელა, დენი — ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე.

2006 : რივი, დანა — ამერიკელი მსახიობი.

2006  :ფლოიდი, კინგ — ამერიკელი მუსიკოსი.

2007 : გალო, ერნენს — ამერიკელი მეღვინე.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ცხრა ყრმა კოლაელი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი

პოვნა ნაწილთა მოწამეთა ევგენიაში

წმინდა მავრიკი და 70 მხედარი

თალასი, ლიმნეი და ვარადატი – მეუდაბნოენი

ათანასე აღმსარებელი

აგრეთვე:

განა: ეროვნული დღესასწაული.

 

 

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის