USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
6 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  393

6 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 157-ე დღე (ნაკიან წლებში – 158-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 208 დღე.

დღის მოვლენები

105: იმპერატორმა ტროიანემ დაიწყო მორიგი დაკიური კამპანია.

1523: გუსტავ ვასა აირჩიეს შვედეთის მეფედ, ამავე დროს შვედეთმა გაწყვიტა კავშირი დანიასთან.

1654: შვედეთის დედოფალმა ქრისტინამ (შვედების, გოთების და ვენდების დედოფალი) უარი თქვა ტახტზე კარლ გუსტავ X -ს სასარგებლოდ.

1664 : ახალ ამსტერდამს გადაარქვეს სახელი და ნიუ-იორკი უწოდეს.

1761: მზის დისკოზე ვენერას გავლის დაკვირვებისას რუსმა მეცნიერმა მიხეილ ლომონოსოვმა მასზე ატმოსფერო აღმოაჩინა.

1808: ნაპოლეონ I-ის ძმა ჟოზეფ ბონაპარტი ესპანეთის მეფედ აკურთხეს.

1813: ანგლო-ამერიკულ ომში გაიმართა ბრძოლა სტოუნ-კრიკთან.

1850 : ლევი სტრაუსმა შექმნა პირველი ლურჯი ჯინსები.

1882 : ჰენრი სილმა ელექტრო უთო დააპატენტა.

1932: სამხედრო ხუნტამ ჩილეს სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადა.

1933: ქალაქ კემდენში (ნიუ-ჯერსი) გაიხსნა პირველი ავტო-კინოთეატრი, სადაც მაყურებელს შეეძლო ფილმის ყურება პირდაპირ ავტომობილიდან.

1937: დაიწყო მუშაობა პირველმა მოდრეიფე სადგურმა „ჩრდილოეთ პოლუსი-1“

1942: პირველად გამოიყენეს სინთეტიკური მასალისგან შეკერილი პარაშუტი.

1944 : დაიწყო მოკავშირეების ჯარების გადასხმა ნორმანდიაში, გაიხსნა მეორე ფრონტი.

1946 : შეიქმნა ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია, რომელიც 1949 წელს NBL-ს შეუერთდა და გახდა NBA.

1962: ხმის ჩამწრი კომპანია EMI-ს პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა პირველად მოუსმინა ჯგუფ The Beatles -ს. (დასარტყამ ინსტრუმენტზე პიტერ ბესთი). ივლისში კი ჯგუფის სახელით მარტინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ფირმა „Parlophone“-თან. მარტინი ჯგუფის დაშლამდე მათი პროდიუსერი იყო.

1971 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი სოიუზი XI.

1982 : დაიწყო ლიბანის ომი. ისრაელის ჯარი შეიჭრა ლიბანის სამხრეთ ნაწილში.

2007 : ჰაილიგენდამში, გერმანია, ჩატარდა დიდი რვიანის სამიტი ანტიგლობალისტთა პროტესტების ფონზე.

2012 : მოხდა იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, ვენერის გავლა მზის დისკოზე

2013 : ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

1502 : ჟუან III — პორტუგალიის მეფე (გ. 1557)

1599 : ველასკესი, დიეგო — ესპანელი მხატვარი (გ. 1660)

1606 : კორნელი, პიერ — ფრანგი დრამატურგი.

1763: ჟოზეფინ ბოარნე — საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი. (გ. 1814)

1799 : პუშკინი, ალექსანდრე — რუსი პოეტი (გ. 1837)

1850: ფერდინანდ ბრაუნი — გერმანელი ფიზიკოსი, კინესკოპის გამომგონებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი უსადენო ტელეგრაფის გამოგონებისთვის (გილერმო მარკონისთან ერთად). (გ. 1918)

1868 : ჰალირი, ჰანს — გერმანელი ბოტანიკოსი.

1872 : ალექსანდრა — რუსეთის უკანასკნელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე (გ. 1918)

1875 : მანი, თომას — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1955)

1901 : სუკარნო — ინდონეზიის პირველი პრეზიდენტი (გ. 1970)

1903 : ხაჩატურიანი, არამ — სომეხი კომპოზიტორი (გ. 1978)

1907 : კალო, ფრიდა — მექსიკელი ფერმწერი

1930 : ფრანგიშვილი, ივერი — ქართველი მეცნიერი

1934 : ალბერტ II — ბელგიის მეფე

1944 : ფრეზე, ედგარ — გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი (გ. 2015)

ამ დღეს გარდაცვლილნი

68 : ნერონი — რომის იმპერატორი (დ.37)

1843 : ჰელდერლინი, ფრიდრიხ — გერმანელი პოეტი, მწერალი (დ.1770)

1961 : იუნგი, კარლ — შვეიცარიელი ფსიქოლოგი (დ.1875)

1976 : ჰანსენი, ალვინ — ამერიკელი ეკონომისტი

1983 : ბერიძე, გიორგი — ქართველი მეცნიერი

2012 : ბრედბერი, რეი — ამერიკელი მწერალი

2021 : რევაზ გაბრიაძე — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო: რუსული ენის დღე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

ყაზახეთი: ფინანსური პოლიციის დღე

კორეის რესპუბლიკა: კორეის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე.

რუსეთი: პუშკინის დღე

უკრაინა: ჟურნალისტის დღე.

შვედეთი: შვედეთის ნაციონალური დღე.

შვეიცარია: სიყვარულის დღე.

ბოლივია:  მასწავლებლის დღე.

არგენტინა: ინჟინერის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სვიმეონ მესვეტე

წმინდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати