USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
дата:  262
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.
 
ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
 
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, რომელიც პირველად 1973 წელს აღინიშნა, აღწერილია, როგორც „გლობალური პლატფორმა პოზიტიური ცვლილებების შთაგონებისთვის“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ.
 
ეს არის ყველაზე დიდი, გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული 150-ზე მეტი ქვეყნიდან.
 
იდეა არის „მთავრობების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, სკოლების, ცნობილი ადამიანების, ქალაქებისა და თემების ჩართვა ცნობიერების ამაღლებაში და გარემოსდაცვითი მოქმედებების აღნიშვნაში“
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати