USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
5 ივლისს, შაბათს, 12:00-დან 17:00 საათამდე მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვაკის პარკში მოემსახურება
თარიღი:  673
5 ივლისს, შაბათს, 12:00-დან 17:00 საათამდე მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვაკის პარკში მოემსახურება. (შესასვლელი: მიშველაძის N5-სა და აბაშიძის N86 ქუჩების კვეთაზე)
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს გაძლევთ შესაძლებლობას,  დაარეგისტრიროთ ძაღლი და  გაასტერილოთ უფასოდ მობილურ ვეტკლინიკაში, თქვენთვის ხელსაყრელ, ახლომდებარე ლოკაციაზე.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს.
 მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული აქციის ფარგლებში მიიღონ შემდეგი სერვისები:
 ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია 
 ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია 
 ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია 
ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია
მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე - 550 054 144 და ჩაეწეროთ.
აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 
 ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის