USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
5 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 179

5 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 339-ე დღე (ნაკიან წლებში – 340-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 26 დღე.

დღის მოვლენები

  • 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელია, რომელმაც ფეხი დადგა კუნძულ ესპანიოლაზე (ამჟ. კუნძული ჰაიტი,რომელზეც დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი მდებარეობს).
  • 1766 : ლონდონში, ჯეიმზ კრისტი პირველ აუქციონს მართავს.
  • 1848 : კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება — აშშ-ის კონგრესის წინაში სიტყვით გამოსული პრეზიდენტი ჯეიმზ პოლკი ადასტურებს ცნობას, რომ კალიფორნიაში დიდი რაოდენობით ოქრო იქნა აღმოჩენილი.
  • 1926 : სერგეი ეიზენშტეინის სამხედრო-საზღვაო ხომალდ „პოტიომკინის“ პრეზენტაცია მოეწყო.
  • 1931 : კომუნისტემბა მაცხოვრის ეკლესია ააფეთქეს მოსკოვში.
  • 1936 : საბჭოთა კავშირი ახალ კონსტიტუციას იღებს და ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრკ-ის სრულუფლებიანი წევრი ხდება.
  • 1978 : სსრკ მეგობრობის ხელშეკრულებას აწერს ხელს ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.
  • 2008 : პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაითხოვა (აგვისტოს ომთან დაკავშირებული კრიტიკის გამო).

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1443 : იულიუს II — რომის პაპი
  • 1537 : აშიკაგა იოშიაკი — იაპონიის სიოგუნი
  • 1781 : ვან ბურენი, მარტინ — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1803 : ტიუტჩევი, ფეოდორ — რუსი პოეტი
  • 1820 : ფეტი, აფანასი — რუსი პოეტი
  • 1867 : აარნე, ანტი — ფინელი ფოლკლორისტი (გ.1925)
  • 1901 : ჰაიზენბერგი, ვერნერ — გერმანელი ფიზიკოსი (გ.1976)
  • 1901 : დისნეი, უოლტ — ამერიკელი ანიმაციური ფილმების რეჟისორი (გ.1966)
  • 1932 : ლითელ რიჩარდი — ამერიკელი მომღერალი და პიანისტი
  • 1945 : კაცავი, მოშე — ისრაელის პრეზიდენტი
  • 1946 : კარერასი, ხოსე — ესპანელი ტენორი
  • 1956 : ციმერმანი, კრისტიან — პოლონელი პიანისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1560 : ფრანსუა II (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1770 : სტირლინგი, ჯეიმზ — შოტლანდიელი მათემატიკოსი
  • 1791 : მოცარტი, ვოლფგანგ ამადეუს — ავსტრიელი კომპოზიტორი (დ.1756)
  • 1870 : დიუმა, ალექსანდრ (უფროსი) — ფრანგი მწერალი (დ.1802)
  • 1925 : რაიმონტი, ვლადისლავ — პოლონელი მწერალი
  • 1926 : მონე, კლოდ — ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტი (დ.1840)
  • 1950 : შრი აურობინდო — ინდოელი ფილოსოფოსი და ეროვნული მოზრაობის ლიდერი
  • 1977 : ვასილევსკი, ალექსანდრე — რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1895)
  • 2008 : ალექსი II — მოსკოვის პატრიარქი
  • 2012 : დეივ ბრუბეკი — ამერიკელი ჯაზ-პიანისტი (დ. 1920)
  • 2012 : ოსკარ ნიმეიერი — ბრაზილიელი არქიტექტორი (დ. 1907)
  • 2013 : მანდელა, ნელსონ — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994-1999 (დ. 1918)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ფილიმონი და არქიფო - სამოცდაათთაგანნი და წმიდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია
    • კიკილია (ცეცილია) და მასთან ერთად ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე
    • პროკოფი წიგნისმკითხველი
    • წმინდა მენიგნი
    • აგაბო ისმაიტელი
    • მიქაელ მხედარი
    • მიხეილ ტვერელი
аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати