USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
4 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1005

4 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 155-ე დღე (ნაკიან წლებში – 156-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 210 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
  • 1039 : ჰენრი III საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
  • 1098 : თურქმა სელჩუკებმა ჯვაროსნების მიერ ახლად აღებულ ანტიოქიას ალყა შემოარტყეს.
  • 1615 : სიოგუნი ტოკუგავა ოსაკას ციხეს იღებს.
  • 1716 : ლუიზიანაში პირველად ჩაიყვანეს აფრიკელი მონები.
  • 1783 : ძმები მონგოლფიეეები საჰაერო ბურთის დემონსტრაციას ახდენენ.
  • 1794 : ბრიტანეთის ძალებმა პორტ-ო-პრენსი აიღეს ჰაიტიზე.
  • 1800 : ვაშინგტონში დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა. მისი პირველი ბინადრები იყვნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე.
  • 1817 : მთავრობის განკარგულებით ოდესას თავისუფალი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
  • 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
  • 1878 : კვიპროსის შეთანხმება: ოსმალეთმა კვიპროსი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
  • 1912 : მასაჩუსეტსი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდა.
  • 1917
    • ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პირველად პულიცერის პირველი პრემიები გაიცა: ლორა რიჩარდსი, მოდ ელიოტი და ფლორენსე ჰოლი გახდნენ პირველი ლაურეატები ბიოგრაფიისთვის, ჟენ ჟულს ჟუსერანი - ისტორიისთვის, ჰერბერტ სვუპი - ჟურნალიზმისთვის.
    • დაარსდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
  • 1918 : საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ბათუმის საზავო ხელშეკრულებას.
  • 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესმა მიიღო მე-19 ჩასწორება აშშ-ის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
  • 1928 : იაპონელმა აგენტებმა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ჟულინი მოკლეს.
  • 1936 : ლეონ ბლუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტიოს მთავრობა ჩამოაგდო.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი - მოკავშირეებმა რომი აიღეს.
  • 1969 : ისრაელში მიიღეს კანონი რომლის მიხედვით ეროვნულ ვალუტას შეკელი ეწოდა.
  • 1970 : ტონგამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
  • 1975:  „როლინგ სტოუნზი“ გახდა პირველი დაავლური როკ ჯგუფი რომელმაც საბჭოთა კავშირის  ტერიტორიაზე გამოცემული ფირფიტებისთვის ჰონორარი მიიღო.
  • 1989 : ჩინეთის მთავრობამ პეკინში ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია ტანკებითა და ჯარისკაცებით.
  • 1989 : ომის შემდეგ პოლონეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში სოლიდარობის პარტიის გამარჯვებამ ანტი-კომუნისტური რევოლუციების ტალღა ააგორა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • 2000: შრი-ლანკის მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში დემონსტრაციების გამართვის შეზღუდვა.
  • 2010 : იუკიო ჰატოიამას გადადგომის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი დემოკრატი ნაოტო კანი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1738 : ჯორჯ III — დიდი ბრიტანეთის მეფე (გ.1820)
  • 1895 : ანა ჟღენტი — ქართველი თერაპევტი (გ.1976)
  • 1975 : ჯოლი, ანჯელინა — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1941 : ვილჰელმ II — გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი (დ.1859)
  • 1942 : ჰაიდრიხი, რაინჰარდ — გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დ.1904)
  • 1983 : ფირცხალავა, გიორგი — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი
  • 2001 : დიპენდრა — ნეპალის მეფე (დ.1971)

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

  • გაერო: აგრესიის მსხვერპილი უმანკო ბავშვების დღეა

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ბოტსვანა: თანამეგობრობის დღე
  • ინგუშეთი: რესპუბლიკის შექმნის დღე
  • ყაზახეთი: სახელმწიფო სიმბოლოების დღე
  • ყირგიზეთი: ხსოვნის დღე
  • მოლდოვა: ბანკის თანამშრომლის დღე
  • აშშ: ოჯახის დღე
  • აშშ, ალაბამა: ჯეფერსონ დევისის დღე
  • ტონგა: დამოუკიდებლობის დღე
  • ფინეთი: თავდაცვის ძალების დღე
  • ესტონეთი: დროშის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ვლადიმირი – სერბეთის მთავარი
    • II მსოფლიო საელესიო კრების ხსენება
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way