USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
4 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  287

4 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 185-ე დღე (ნაკიან წლებში – 186-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 180 დღე.

 

დღის მოვლენები

1054: აფეთქდა ზეახალი ვარსკვლავი და შეიქმნა კიბორჩხალისებრი ნისლიანობა‎.

1631 : პარიზში გაიხსნა დასაქმების პირველი სააგენტო.

1776 : ბრიტანეთის ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონიის კონტინენტურმა კონგრესმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (სურათზე) მიიღო.

1848 : პირველად გამოქვეყნდა კარლ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“

1865 : გამომცემლობა „მაკმილანი და კომპანია“-მ („Macmillan and Co“) დაბეჭდა ლუის ქეროლის წიგნი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

1876 : სან -ფრანცისკოში გაიხსნა ელექტროსაქონლის პირველი მსოფლიო გამოფენა.

1884 : საფრანგეთმა ამერიკელ ხალხს თავისუფლების ქანდაკება აჩუქა.

1918 : ტახტზე ავიდა ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI.

1918 : ბოლშევიკებმა რუსეთის მეფე ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

1934 : ჯო ლუისი იმარჯვებს პირველი პროფესიული კრივის ტურნირში.

1941 : ნაცისტებმა ლვოვში პოლონელი მეცნიერებისა და მწერლების მასობრივი ხოცვა მოაწყვეს.

1946 : ფილიპინებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა აშშ-საგან.

ქალაქ კენიგსბერგს გადაარქვეს სახელი და კალინინგრადი უწოდეს.

1950 : მაუწყებლობა დაიწყო რადიოსადგურმა „თავისუფალი ევროპა“

1986 : ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა (რონალდ რეიგანმა და ფრანსუა მიტერანმა) საზეიმოდ გახსნენს რესტავრირებული თავისუფლების ქანდაკება.

2003 : თურქმენბაშიმ აკრძალა სკოლის დამთავრებისთანავე სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში.

2004 : საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები 2004 წლის ევროპის ჩემპინატის თასის მფლობელი გახდა ფინალში პორტუგალიის დამარცხებით ანგარიშით 1:0

2007 : სოჭი, რუსეთი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად.

2009 : ავსტრალიაში აღმოაჩინეს გაქვავებული დინოზავრის სამი სახეობა — ავსტრალოვენატორი, დიამანტინაზავრი და ვინტონოტიტანი.

2010 :

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომოროვსკიმ მთავარი ოპონენტი იაროსლავ კაჩინსკი დაამარცხა.

ჩოგბურთში, ესპანელი რაფაელ ნადალი და ამერიკელი სერენა უილიამსი 2010 წლის უიმბლდონის პირველობის ჩემპიონები გახდნენ.

აშშ-ის გენერალი დევიდ პიტრეიესი ავღანეთის საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების მეთაური ხდება.

ლიბანის დიდი აიათოლა მოჰამედ ჰუსეინ ფადლალა გარდაიცვალა 74 წლის ასაკში.

სენეგალში რვადღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა მიურიდების დიდი მურაბიტი სერინ მუჰამადუ ლამინ ბარა მბაკეს გარდაცვალების გამო.

აშშ-ის გენერალი დევიდ პიტრეიესი ავღანეთის საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების მეთაური ხდება.

2012 : ცერნში ოფიციალურად განაცხადეს ახალი ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ რომელიც თვისებებით ჰგავს ჰიგინსის მიერ ნავარაუდებ ბოზონს.

ამ დღეს დაბადებულნი

1546 : მურად III — ოსმალეთის სულთანი (გ.1595)

1767 : ტაკიძავა ბაკინ — იაპონელი მწერალი.

1807 : გარიბალდი, ჯუზეპე — იტალიის სახალხო გმირი (გ.1882)

1826 : ფოსტერი, სტივენ — ამერიკელი კომპოზიტორი (გ.1864)

1872 : კულიჯი, კალვინ — აშშ-ს 30-ე პრეზიდენტი (გ.1933)

1882 : შლაიხერი, კურტ ფონ — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1934)

1934 : რჩეულიშვილი, გურამ — ქართველი მწერალი

1960 : ყვითელაშვილი, თემურ — ქართველი მუსიკოსი

1963 : ნაცვლიშვილი, გია — კახეთის მხარის გუბერნატორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

966 : ბენედიქტე V — რომის პაპი

1826 : ადამსი, ჯონ — აშშ-ის მე-2 პრეზიდენტი (დ. 1735)

1826 : ჯეფერსონი, ტომას — აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი (დ. 1743)

1831 : მონრო, ჯეიმზ — აშშ-ის მე-5 პრეზიდენტი (დ. 1758)

1934 : სკლოდოვსკა-კიური, მარია — პოლონელი ფიზიკოსი (დ. 1867)

1969 : ხერგიანი, მიხეილ — ქართველი ალპინისტი

2013 : ჯეკ კრომპტონი — ინგლისელი ფეხბურთელი

2019 : გიორგი გოგიჩაიშვილი — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აშშ - დამოუკიდებლობის დღე

ნორვეგია - დედოფალ სონი ჰარალდსენის დაბადების დღე

ბაჰამის კუნძულები - დედოფლის დღე

იტალია - გარიბალდის დღე.

კაიმანის კუნძულები - კონსტიტუციის დღე.

ლატვია - გენოციდის მსხვერპლთა დღე.

ლესოტო - ოჯახის დღე.

ტონგა - მეფის დღე.

უკრაინა - სასამართლო ექსპერტის დღე.

იუგოსლავია - თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

არჩილი ერისმთავარი და ლუარსაბ მეფე

იულიანე ტარსელი

ტერენტი იკონიელი

იული ხუცესი და იულიანე დიაკონი

აგრეთვე:

აშშ : დამოუკიდებლობის დღე

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.