ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
შეეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ გეგმების ოდნავ შეცვლა არ დაგაზარალებთ. მით უმეტეს, რომ შესაძლოა, თავში მშვენიერი ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელსაც მეგობრებთან ერთად განახორციელებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, აღადგინოთ ურთიერთობა, რომელიც ადრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თქვენს ცხოვრებაში.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და სწრაფად ხვდებით ამისთვის როგორ იმოქმედოთ. მოკავშირეების პოვნა ადვილი იქნება - გარშემომყოფებმა იციან, რომ ვალში არავისთან დარჩებით და დახმარებას გთავაზობენ. გამორიცხული არ არის, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. მოულოდნელი ხარჯი გელით, მაგრამ ამ ფულის დახარჯვას არასოდეს ინანებთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ნუ ნერვიულობთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. მტკიცე ნებისყოფა და თვითკონტროლი დაგეხმარებათ, რომ თითქმის უიმედო სიტუაციაში წარმატებას მიაღწიოთ. ამ დღეს სხვისი პასუხისმგებლობის აღება და სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, ამის გამო პირადი საქმეებისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელებას მაინც შეძლებთ.
დღის დასაწყისი წარმატებული იქნება. გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროს დაგეგმოთ, რათა მიზანს სწრაფად და ადვილად მიაღწიოთ. შუადღის შემდეგ პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. იქნება გაუგებრობები და უსიამოვნო ინციდენტები, თუმცა სერიოზულ პრობლემები მოსალოდნელი არ არის და წარმატების შანსიც მაღალია - უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
დღის დასაწყისი ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობისთვის. ამ დღეს საშუალება გექნებათ განაახლოთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იყო. დღის მეორე ნახევარში ლომებს შესაძლოა წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდეთ. ემოციური ფონი დაძაბულია - წვრილმანებზე ნერვიულობთ და პესიმისტურ განწყობაზე ხართ. ეცადეთ, პოზიტიური ადამიანების სიახლოვეს იტრიალოთ - ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა იძაბება - ზოგიერთი, მხარდაჭერის ნაცვლად, გაკრიტიკებთ, ძველ შეცდომებს გახსენებთ ან უადგილო ხუმრობით გაღიზიანებთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. შეეცადეთ, სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, თუნდაც ამისთვის დათმობაზე წასვლა მოგიწიოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დღის დასაწყისში წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ - საქმე ჩვეულებრივზე მეტი გაქვთ. ადამიანებს, რომლებიც ადრე დახმარებას გთავაზობდნენ, ახლა საკუთარი საზრუნავი აქვთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება და ბევრ კითხვაზე პასუხს იპოვით. დღის მეორე ნახევარი ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და ეცადეთ, არც ერთი მათგანი არ გამოტოვოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ეცადეთ, პრინციპულად იმოქმედოთ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, როგორი მიუწვდომელიც არ უნდა ჩანდეს. გზაზე შეიძლება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შეეჯახოთ, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოთ და შედეგს მიაღწევთ.
გარშემო მყოფებს თქვენი მიზანსწრაფულობა მოსწონთ. ადამიანები, რომლებსაც ადრე თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, მიხვდებიან, რომ შეცდნენ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები.
უკმაყოფილება და უთანხმოება წარსულში დარჩება. საშუალება გექნებათ, რომ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის დასაწყისი ძალიან გაგახარებთ. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გაიხსნება და დაუყოვნებლივ მოქმედებას დაიწყებთ. საღამოს რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი გელით, თუმცა ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. მნიშვნელოვანია, რომ ახლოს გყავდეთ ადამიანები, რომლებიც საშუალებას არ მოგცემენ, შეცდომა დაუშვათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
მნიშვნელოვანს საქმეებს საღამოსთვის ნუ გადადებთ. უმჯობესია, ყველაფერი დილას დაასრულოთ. გახსოვდეთ, ამ საღამოს მოახლოებასთან ერთად ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გართულდება. გარდა ამისა, დაღლილობაც თავს იჩენს, რაც გაღიზიანებას იწვევს. მოთმინება უნდა გამოიჩინოთ - ხვალ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულებისთვის ნაყოფიერი დღეა. რუტინულ და მოსაწყენ საქმეებსაც კი განსხვავებულად უდგებით. განსაკუთრებით კარგად გამოგდით საქმე, რომელიც შემოქმედებით უნარებს და ფანტაზიას მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ, რაც ძალიან საჭირო და სასარგებლო თვისებაა საქმიანი მოლაპარაკების დროს და პირად ურთიერთობებში.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
რთული და დატვირთული დღეა. ნებისმიერი საქმე იმაზე დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სხვა დროს. გარშემომყოფები თავიდან თქვენს ბევრ მცდელობას სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველასთვის ცხადი გახდება, რომ თქვენი იდეები წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრა, რომელიც ძალიან გაგახარებთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.