USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
31 მარტის რეფერენდუმი - საქართველოს სახელმწიფოს ხელახლა დაბადება
თარიღი:  2917

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად (98%-მა) დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

28 წელი 31 მარტიდან: რეფერენდუმი ... რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზეც.

რეფერენდუმის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.334.282 ადამიანმა, რაც ამომარჩეველთ საერთო რიცხვის 90,79%-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 3.295.493 ამომარჩეველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08 %-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა 16.917 ამომარჩველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51 %-ს შეადგენდა.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%-ს შეადგენდა.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477. რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,3%-ს; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;

თბილისი, 1991 წლის 31 მარტის ...

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის