USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
31 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  287

31 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 90–ე დღე (ნაკიან წლებში - 91–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 275 დღე.

დღის მოვლენები

  • 1889 : ეიფელის კოშკის ინაუგურაცია პარიზში.
  • 1931 : მიწისძვრა ანადგურებს მანაგუას, ნიკარაგუა.
  • 1949 : ნიუფაუნდლენდი გახდა კანადის კონფედერაციის წევრი.
  • 1964 : დიქტატურა ბრაზილიაში იწყება, გენერალი კასტელო ბრანკოს მეთაურობით.
  • 1967 : ჯიმი ჰენდრიქსი წვავს საკუთარ გიტარას პირველად ლონდონის ასტორიის თეატრში. რის შედეგადაც ის ხელზე მეორე ხარისხის დამწვრობისთვის ჰოსპიტალიზებულ იქნა.
  • 1979 : ბრიტანეთის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს მალტის კუნძულებს.
  • 1991 : საქართველოში გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. გამოკითხულთა 98%-მა დადებითად უპასუხა.
  • 1999 : ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან.
  • 2004 : გუგლი აქვეყნებს Gmail-ს — პირველ ვებ-ფოსტას 1 გიგაბაიტიანი სათავსით.
  • 1990 : ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი გაიხსნა
  • 2017 : პარაგვაიში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობა ჩაიგდეს ხელში.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1499: პიუს IV — რომის პაპი (გ. 1565)
  • 1519 : ანრი II (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე.
  • 1596 : დეკარტი, რენე — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი
  • 1732 : ჰაიდნი, იოზეფ — ავტრიელი კომპოზიტორი
  • 1906 : ტომონაგა სინიტირო — იაპონელი ფიზიკოსი.
  • 1939 : გამსახურდია, ზვიად — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (გ. 1993)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1547 : ფრანსუა I (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1850 : ჯუსტი, ჯუზეპე — იტალიელი პოეტი (დ.1809)
  • 1855 : შარლოტა ბრონტე — ინგლისელი მწერალი.
  • 1967 : მალინოვსკი, როდიონ — სსრკ-ის სამხედრო მოღვაწე (დ. 1898)
  • 2021 : ანზორ ერქომაიშვილი — ქართველი მუსიკოსი (დ. 1940)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

    • კირილე I
    • ტროფიმე და ევკარპი
    • ანინე ხუცესი (მოიხსენიება ასევე 26 მარტს)

 

  • აგრეთვე:
  • მალტა: თავისუფლების დღე (1979).
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати