31 იანვარს თბილისშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.
რუსთავში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი
თოვლიანი დღე იქნება ბორჯომშიც, დღისით +6 ღამის ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გუდაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც თოვლი იქნება. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.